ალფა დაზღვევა – თუ რამეა, აქ ვართ

ალფა დაზღვევა – თუ რამეა, აქ ვართ

access_time2022-12-28 09:55:24

ალფა დაზღვევამ 20 დეკემბერს საახალწლო კამპანია დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება. კამპანიის იდეის, განხორციელებისა და მიზნების შესახებ ალფა დაზღვევის მარკეტინგისა და საზოგდაოებასთან ურთიერთობის დირექტორს – მარიკა ომანიძეს ვესაუბრეთ.


მარიკა, რა არის კამპანიის იდეა?

 

ზოგადად დაზღვევა საახალწლო პროდუქტი არ არის, უფრო სწორედ მთლად საახალწლო პროდუქტი არაა. წელიწადის ამ პერიოდში ჩვენი მოსმენა მთლად სასიამოვნო და სასურველი არ არის. თუმცა სწორედ საახალწლო სამზადისის, სიჩქარესა და ამაღლებული განწყობას შემოაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლის დროსაც სადაზღვევო კომპანია გვჭირდება.

ჩვენ არ გვინდოდა საახალწლო განწყობის გაფუჭება, პირიქით, ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მოგვეწოდებინა სიფრთხილისკენ, რათა დღესასწაულები ყოველგვარი გაუთვალისწინებელი, არასასიამოვნო შემთხვევების გარეშე გაეტარებინათ.

 

როგორ ითარგმნა თქვენი მიზანი, კრეატიულ კონცეფციად?


 

გადავწყვიტეთ მარტივი, ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულად მარტივი რჩევები მოგვეცა მომხმარებლებისთვის. კონცეფციის განხორციელებისთვის დავამზადეთ ვიდეოებისა და პოსტერების სერია, რომელსაც აერთიანებს მთავარი სათქმელი, სიფრთხილე აუცილებელია, თუმცა – თუ რამეა აქ ვართ! ვიდეოების სერიაში, სათქმელის უკეთ გამოსახატად დახმარება ჩვენი ბრენდის ამბასადორს – მერაბ შარიქაძეს ვთხოვეთ, რომელმაც სხვადასხვა როლი მოირგო და განსხვავებული სიტუაციებიდან მოგვცა რჩევები.

 

ვინ იმუშავა კამპანიაზე?

კამპანიის კრეატიულ ნაწილსა და უშუალოდ განხორციელებაზე სარეკლამო სააგენტო – სვიფტ დიჯითალის გუნდა იმუშავა. პირველ ეტაპზე შეიქმნა კრეატიული კონცეფცია, გაიწერა დეტალები და დაიგეგმა გადაღება. განსაკუთრებით სასიამოვნო და სახალისო აღოჩნდა ე.წ. პოსტფროდაქშენი, სადაც უკვე ცხადად დავინახეთ ჩვენი იდეის რეალურად განხორციელებული შედეგი.

როგორია კამპანიის განვითარება?

იმისათვის, რომ უფრო მძაფრად გვეჩვენებინა, რომ „თუ რამეა, აქ ვართ“, კამპანიის გაშვების პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა კომპანიისა თუ ბრენდის მომხმარებლებისთვისაც გაგვეჟღერებინა ჩვენი სათქმელი. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ რომელიმე ბრენდისა თუ კომპანიის საახალწლო კომუნიკაციის შორიახლოს ჩვენც გამოვჩნდებით და მსგავსი პლატფორმებიდან შეგახსენებთ, რომ „თუ რამეა, აქ ვართ“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საახალწლო კამპანიის ფარგლებში არ დაგვავიწყდა ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა და ვიდეოების შინაარსით შევეხეთ სხვადასხვა სოციალურ პრობლემებს, იქნება ეს პიროტექნიკის გამოყენებისას დამდგარი ზიანი თუ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა. ეს ის შემთხვევებია, როცა „აქ არ ვართ“.

 



თეგები:
ალფა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up