ჩინური Alibaba ჯგუფის რეორგანიზაციის შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე, კომპანიის აქციები ჰონგ კონგში 16%-ით გაიზარდა და, ნიუ-იორკის მაჩვენებლებთან ერთად, კომპანიის საბაზრო ღირებულება დღეში 32 მილიარდ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
კომპანიის აქციები ჰონგ კონგში ვაჭრობაში 16%-ზე მეტით გაიზარდა, ოდნავ მეტით ვიდრე ნიუ-იორკში, რამაც მის საბაზრო ღირებულებას $30 მილიარდზე მეტად გააძვირა. Morgan Stanley-ის შეფასებით, Alibaba Group-ის ერთობლივი ღირებულება ახლა შეიძლება იყოს $530 მილიარდი.
გარდა ამისა, გაიზარდა კონკურენტების, მათ შორის Tencent Holdings Ltd.-ის აქციებიც - ინვესტორები ელიან, რომ Alibaba-ს კონკურენტებმა შესაძლოა მსგავსი ქმედებები განახორციელონ მარეგულირებელი რეჟიმის შემსუბუქების პირობებში.