Alibaba Cloud-მა, რომელიც ჩინურ ონლაინ გიგანტ Alibaba Group Holding-ს ეკუთვნის,Tongyi Qianwen ენის მოდელი წარადგინა, ნათქვამია Alibaba Cloud-ის განცხადებაში. CNBC ტექნოლოგიას ChatGPT ჩატის ბოტის ანალოგს უწოდებს, რომელმაც მსოფლიო მედიისა და სპეციალისტების ყურადღება ამ წლის დასაწყისში მიიპყრო.
უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი ინტეგრირებული იქნება ალიბაბას ეკოსისტემის ყველა ბიზნეს აპლიკაციაში. კომპანიის დეველოპერები და მომხმარებლები მის ფინანსურად მომგებიანი გადაწყვეტილებების შექმნაში გამოყენებას შეძლებენ, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Tongyi Qianwen მუშაობს ინგლისურ და ჩინურ ენაზე და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორპორატიულ კომუნიკაციაში, ხმოვანი დახმარების სერვისში, ონლაინ კომერციაში, ძებნასა და გართობაში.
პირველ ეტაპზე, მოდელი დანერგილი იქნება DingTalk ბიზნეს საკომუნიკაციო პლატფორმაზე და Tmall Genie ჭკვიან სახლის მოწყობილობებში, რომელიც შეძლებს ბავშვებისთვის შეთხზას სხვადასხვა ისტორიები, მომხმარებელს მიაწოდოს ჯანსაღი კვების რეცეპტები, რეკომენდაციები მოგზაურობისთვის და მუსიკას ვარჯიშისთვის და ა.შ.