Alibaba Group-მა 2022 წელს 19 000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. ეკონომიკური ვითარების გამო ყველაზე მეტი თანამშრომლის გაშვება კომპანიას ზაფხულში მოუწია.
2022 წელს კომპანიის შემოსავლების კლება გლობალურმა მაკროეკონომიკურმა მდგომარეობამ და ჩინეთის ე.წ ნულოვანმა კოვიდის პოლიტიკამ განაპირობა, რასაც ლოქდაუნები მოჰყვა.
240 ათასი დასაქმებულით Alibaba ისევ რჩება ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებლად კერძო სექტორში.