Alibaba-ს დამაარსებლის დაცემა - სად გაქრა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩინელი IT-მილიარდერი?

Alibaba-ს დამაარსებლის დაცემა - სად გაქრა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩინელი IT-მილიარდერი?

access_time2021-04-27 20:00:20

სად გაქრა ჯეკ მა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩინელი IT-მილიარდერი?

 

ბოლო 6 თვის მანძილზე ეს საკითხი არა მხოლოდ ფინანსისტებს აღელვებდათ, და გასაგებიცაა რატომ - სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ოფიციალურმა პეკინმა ჩინეთის ციფრული ეკონომიკის ფლაგმანი უხეშად მიიტაცა.

 

ჯეკ მა - ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი და მსოფლიოში ელექტრონული კომერციის უმსხვილესი კომპანიის Alibaba-ს შემქნელია. თავისი ონლაინ-მაღაზიების, საგადამხდელო და საკრედიტო პლათფორმების წყალობით, 2 ათწლეულის მანძილზე ის მარკ ცუკერბერგზე და ჯეფ ბეზოსზე გავლენიანი მილიარდერი გახდა.

 

დღეს კი,  ჩინეთის ხელისუფლება მის იმპერიას შეგნებულად ანგრევს.

 

ჯეკ მა 2020 წლის ოქტომბრიდან თითქმის არსად ჩანს. მაშინ მან ჩინეთის საბანკო რეგულირების სისტემა ღიად გააკრიტიკა და ის მოძველებულად შეაფასა. პარალელურად ბრწყინვალე მეწარმემ მისი საკრედიტო კომპანიის Ant Group-ის აქციების ჰონკონგის და შანხაის ბირჟებზე განთავსებას გეგმავდა.

 

თუმცა, ხსენებული საჯარო გამოსვლის შემდეგ, რეგულატორმა გარიგება შეაჩერა, ხოლო ქვეყნის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა Alibaba-ს წინაამღდეგ ხელოვნური მონოპოლიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

 

აპრილის დასაწყისში ანტიმონოპოლურმა სამსახურმა კომპანია  მლრდ. დოლარით, ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო დააჯარიმა.

 


გარდა ამისა Ant Group-მა ინფორმაცია თავისი 700 მლნ. კლიენტის თაობაზე ჩინეთის ცენტრალურ ბანკს უნდა გადასცეს.

 

თუ ეს მართლაც მოხდება, ეს ოფიციალური პეკინის მხრიდან ციფრული ეკონომიკისადმი მიდგომის გადახედვის ტოლფასი იქნება. ბოლო 20 წლის მანძილზე ჩინეთის კომპარტია ამ დარგში კერძო ბიზნესის გაძლიერებას ყველანაირად ახალისებდა, განსაკუთრებით ეს საერთაშორისო ბაზარზე ცნობად კომპანიებს ეხებოდა.

 

სწორედ ასეთი იყო Alibaba, რომლის შემქმნელი, კომპარტიის წევრი ჯეკ მა ქვეყნის ხელმძღვანელობისგან განსაკუთრებული პატივისცემის ობიექტი გახდა.

 

თუმცა, კომპანია იმდენად გაძლიერდა, ხოლო ჯეკ მა იმდენად დამოუკიდებელი ფიგურად იქცა, რომ კომპარტიამ მისი გაძლიერება საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხედ ჩათვალა.

 

მთავარი პრობლემაა ჯეკ მას ეკონომიკური ძლევამოსილება, მისი კომპანიების მიერ ჩინეთის მოქალაქეთა წარმოუდგენელი რაოდენობის პირად ინფორმაციასთან. ამან კი შესაძლოა ის პოლიტიკურ მოთამაშედ აქციოს, რომელიც ოფიციალურ პეკინს თავს არასასურველ რეფორმებს მოახვევს.

 

ჯეკ მას უსიამოვნებები შესაძლოა შეფასდეს, როგორც დიქტატორული რეჟიმის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება და პოტენციურად საშიში კონკურენტის გზიდან ჩამოშორება.

 

ასევე ეჭვის ქვეშ დგება ჩინეთის სამომავლო ინოვაციური პოტენციალი  - მაღალტექნოლოგიური სექტორი ჩინეთში იმიტომაც ვითარდებოდა, რომ სახელმწიფოსგან მაქსიმალურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა - თუ დამოუკიდებლობა ეჭვის ქვეშ დადგა ეს ინვესტორებს დააფრთხობს.

 

ჯეკ მას შემთხვევა მისი დასავლელი ორეულების ზრდად ძალაზე დაფიქრების კიდევ ერთი მიზეზია - რას მოიმოქმედებს ამერიკის სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ მარკ ცუკერბერგი ან ჯეფ ბეზოსი თეთრ სახლში მოხვედრას მოინდომებენ?

 

ისინი საკუთარ კლიენტებზე და მომხმარებლებზე იმხელა ინფორმაციას ფლობენ, რომ შესაძლოა მათმა ზედომინანტურმა მდგომარეობამ ბაზარზე საფრთხე ამჯერად დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუქმნას.


letemps.ch

 

თენგიზ აბლოთია


თეგები:
alibaba



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up