ჩინურმა ინტერნეტ-გიგანტმა Alibaba Group Holding კვარტალური შემოსავალი 9%-ით გაზარდა, თუმცა ამასთან, სამჯერ შემცირდა მისი კვარტალური მოგება, კომპანიის საინვესტიციო პორტფელის ვარდნის გამო.
კომპანიის სუფთა წაგება იანვარ-მარტში 16,24 მლრდ იუანით (2,56 მლრდ აშშ დოლარი) განისაზღვრა.
ამასთან, Alibaba-ს კვარტალური შემოსავლები გაიზარდა 204,1 მლრდ იუანამდე წინა წლის ანალოგიური პერიოდის 187,4 მლრდ იუანთან შედარებით.
კომპანიის აქტიური მომხარებლების რიცხვი ბოლო 12 ფინანსურ თვეში 1,31 მლრდ-ით განისაზღვრა, რაც 28,3 მლნ-ით მეტია 2021 კალენდარული წლის მაჩვენებელზე. აქედან 1 მლრდ-ზე მეტი ჩინეთზე მოდის, ხოლო საზღვარგარეთ 305 ათასი.
ამასთან, კომპანიის გასული ფინანსური წლის სუფთა მოგებამ 59%-ით იკლო 61,96 მლრდ იუანამდე (9,77 მლრდ აშშ დოლარი), შემოსავლები კი გაიზარდა 19%-ით 853,06 მლრდ იუანამდე.
Alibaba მართავს ჩინეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებს, მათ შორის არის Taobao. Alibaba-ზე მოდის ჩინეთის ონლაინ კომერციის 80%.
bpn.ge