ალჟირმა და იტალიამ გაზსადენის მშენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ალჟირი არის ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის საიმედო პარტნიორი. განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.
გაზსადენი მოიცავს ალჟირი-სარდინია-იტალიას. ეს არის 284 კმ-იანი წყალქვეშა მილსადენი, რომელიც დაახლოებით 2880 მეტრის სიღრმეზე განთავსდება. გაზსადენი ჩრდილოეთ ალჟირს, სამხრეთ-დასავლეთ სარდინიაში მდებარე პორტო ბოტეს პორტთან დააკავშირებს.
იტალიური მედიის ცნობით, მილსადენით არა მხოლოდ გაზი, არამედ ეკოლოგიურად სუფთა წყალბადი და ელექტროენერგია ტრანსპორტირება.
ალჟირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა იტალიაში, შემდეგ კი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის იქნება გამოყენებული.