ალჟირს განახლებადი ენერგიის ჭარბი რესურსი აქვს, რომლის საზღვარგარეთ ექსპორტირება შეუძლია, მათ შორის ევროპაში. ამის შესახებ ალჟირში ჩატარებულ ყოველწლიურ ფორუმზე „ალჟირი-ევროკავშირის ენერგეტიკული დიალოგი“-ს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განცხადა.
„ალჟირს ჭარბად აქვს მზის და ქარის განახლებადი ენერგია, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გახდეს მსოფლიოს ლიდერი სუფთა ენერგიის წარმოებაში, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის, მათ შორის ევროპაში“, - ციტირებს სიმსონს სააგენტო Algeria Press Service.
სიმსონის თქმით, ევროკავშირი და ალჟირი უკვე მუშაობენ ერთად განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე პროექტ „ტაკა ნაზიფის“ (არაბულიდან ნიშნავს სუფთა ენერგიას) ფარგლებში. მან ცხადად თქვა, რომ ევროკავშირი მზადაა ამ მიმართულებით მეტი ევროპული ფინანსების მობილიზებისთვის.
სიმსონმა ევროკავშირ-ალჟირს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთ პერსპექტიულ მიმართულებად დაასახელა წყალბადის წარმოება, მოხმარება და ვაჭრობა.
წყარო:bpn.ge/