ყაზახეთში დღეიდან შესაბამისი სამსახურის მუშებმა McDonald's-ის რესტორნების შენობებიდან აბრების, ლოგოებისა და სხვა ვიზუალური ელემენტების დემონტაჟი დაიწყეს.
ყაზახეთიდან McDonald`s-ის წასვლის მიზეზად სააგენტო Bloomberg უკრაინის ომით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებს, რამაც ქვეყანა რუსული ხორცის მიწოდების ალტერნატივის გარეშე დატოვა. სააგენტოს ინფორმირებული წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის საწარმოები დასავლურ სანქციებს არ ექვემდებარებიან, McDonald`s-მა, რომელმაც რუსეთი დატოვა, ადგილობრივ ფრენჩაიზებს რუსი მიმწოდებლებისგან ხორცის კოტლეტების ყიდვა აუკრძალა.