AlterSocks-ი ესპანეთის დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის საქველმოქმედო გამოფენაში იღებს მონაწილეობას, რომელსაც ესპანეთის დედოფალი სოფია მართავს. ამის შესახებ AlterSocks-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ესეც ჩვენი წინდუკები დღეს მადრიდში, ესპანეთის დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის საქველმოქმედო გამოფენაზე, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები თავად ესპანეთის დედოფალი სოფია ხელმძღვანელობს,“ - წერს ნინა მენთეშაშვილი.
AlterSocks-მა სპეციალური კოლექცია შექმნა იტალიის, კერძოდ ტოსკანის რეგიონისთვის და პირველ დიდ შეკვეთას უკვე ამზადებენ გასამგზავრებლად.
„ხანდახან ჩვენც გვიჭირს იმის დაჯერება, რომ პიზის, ფლორენციის და სხვა ქალაქების სუვენირების მაღაზიებში და ქუჩებში მოსეირნე ადამიანებს AlterSocks-ის ფერადი წინდები შეხვდებათ. თანაც გვახარებს ის, რომ ამ უამრავ ადამიანს წინდის იარლიყზე დაბეჭდილი Made in Georgia-ც აუცილებლად შეახსენებს ჩვენს პატარა ქვეყანას“, წერს ნინა მენთეშაშვილი სოციალურ ქსელში.