„ალტერსოქსი“ იტალიის ბაზარზე გავიდა

„ალტერსოქსი“ იტალიის ბაზარზე გავიდა

access_time2022-08-28 18:00:00

წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია „ალტერსოქსი“ იტალიის ბაზარზე გავიდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სიცილიაში „ალტერსოქსის“ რამდენიმე საკმაოდ დიდი პარტია იქნა გაგზავნილი.


„სიცილია, ეს იყო ყველაზე მსხვილი ექსპორტი, რაც აქამდე განგვიხორციელებია, თუმცა ჩვენ და ჩვენს პარტნიორს მომავალი წლისთვის, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს. გარდა ამისა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინელი დიზაინერის ნამუშევრების მიხედვით შევქმენით წინდები, რომლის პირველი პარტიაც ახლა გაიგზავნება ამერიკაში და გაიყიდება საქველმოქმედო მიზნებით, უკრაინელების მხარდასაჭერად. კამპანიის ფარგლებში, გეგმაშია 10,000-მდე წყვილის გაგზავნა“ - აცხადებს ბესელაშვილი.


„ალტერსოქსის” პროდუქცია 15-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე. მათ შორის, ევროპასა და ამერიკაში. კომპანიის მიერ წარმოებული წინდები გერმანულ Amazon-ზე, წინდების ერთ-ერთი კატეგორიის ბესტსელერია.


გარდა გერმანიისა, ალტერსოქსს“ მომხმარებლები ჰყავს საფრანგეთის ბაზარზეც, სადაც ბრენდი ფრანჩაიზის სახით 2 წლის წინ შევიდა.



„ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიის შემოსავლები დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს, თუმცა, გაზრდილი ხარჯის გამო მოგება დრამატულად შემცირებულია.


შეგახსენებთ, „ალტერსოქსი“ ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც დაახლოებით 7 წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.


დღეს „ალერსოქსი“ თბილისის ბაზარზე 6 სტენდითაა წარმოდგენილი. კომპანია ბათუმში ფლობს 1 ბრენდულ მაღაზიას და ასევე, საქართველოში პირველ და ერთადერთ ვენდინგ მანქანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.


ბიზნესპარტნიორი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up