„ალტიჰატის“ გუნდი  სამაშველო „ქოხს“ ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე ააშენებს

„ალტიჰატის“ გუნდი სამაშველო „ქოხს“ ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე ააშენებს

access_time2023-02-24 23:00:55

მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს, ზღვის დონიდან 3700 მეტრზე ახალი სამთო-სამაშველო სახლის (ქოხი, ე.წ. შალე) განთავსება იგეგმება. პროექტის ავტორები მყინვარის მისადგომებთან, ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მდებარე სამთო ქოხის „ალტიჰატის“ დამფუძნებლები არიან.

 

ახალი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია გადაუდებელი და დაუყოვნებელი სამთო-სამაშველო მომსახურებისთვის, სადაც ადგილზე 15 ადამიანი განთავსდება, მათ შორის 4 პროფესიონალი სამთო მაშველი და პარამედიკოსი მუდმივად იმორიგევებს.

 

სამაშველო ქოხი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რომელიც როგორც პირველად სამედიცინო დახმარებას, ასევე დაზარალებული პაციენტის ტრანსპორტირებისთვის მომზადებას და სხვა გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას უზრუნველყოფს.


პროექტში „ალტიჰატის“ პარტნიორი შვეიცარიული კომპანია „ბალია“ (BALLY), პროექტი კომპანიის გარემოზე ზრუნვის ფონდის - „ბალი პიკ აუთლუქ ფაუნდეიშენის“ ფარგლებში ხორციელდება.


როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ალტიჰატის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, აღნიშნული პროექტი საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ გლობალურ რუკაზე მნიშვნელოვნად წარმოჩინდეს.


„ჩვენი პარტნიორობა თითქმის 200 წლის ისტორიის მქონე  შვეიცარიულ კომპანია „BALLY“–სთან შედგა და ამ პროექტს ერთობლივად ვახორციელებთ. პროექტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი გეგმები, გავაფორმეთ მემორანდუმი და ვაკეთებთ ახალ სამაშველო ქოხს, თვითონ პროექტი, როგორც „ალტიჰატის“ შემთხვევაში მოხდა, შვეიცარიაში მომზადდება, შემდეგ აქ ჩამოვლენ და ააშენებენ. არქიტექტურაზე კონკურსი შვეიცარიის სამხატვრო აკადემიაში და არქიტექტურის სასწავლებლებში გამოვაცხადეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ამხელა სიმაღლეზე ხდება მშენებლობა, ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი.


 

მყინვარწვერის შემთხვევაში სამთო-სამაშველო სამსახური არ არსებობს, სამაშველო სამსახური არის გუდაურში და ყაზბეგში, ასევე ბოლო რამდენიმე წელია პოლონელი მოხალისე მაშველები პატრულირებენ, მაგრამ როდესაც 3000 მეტრის სიმაღლეზე ხდება შემთხვევა, ოპერატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფი რეაგირება ვერ ხდება და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ადამიანს პირველადი დახმარება დროულად აღმოვუჩინოთ და სანამ მაშველები ამოვლენ, ევაკუაციისთვის მოვამზადოთ.“ აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.


როგორც ნიკოლოზ  ალავიძე ამბობს, არათუ საქართველოს ისტორიაში, არამედ კავკასიონზე მსგავსი  შენობა, მსგავს  სიმაღლეზე არ აშენებულა, ერთადერთი ასეთი შენობა მეტეოსადგურის შენობაა, რომელიც 40-იან წლებში აშენდა.

 

„სამთო შალე, ზღვის დონიდან 3700 მეტრზე ისტორიაში პირველი შენობა იქნება, რომელიც ტურისტს თუ ადგილობრივ მთამსვლელს მსგავსი ტიპის მომსახურებას გაუწევს, ერთადერთი შენობა რომელიც 40 -იან წლებში აშენდა იყო მეტეოსადგური, რომლითაც ძალიან კარგი საქმე  გაკეთდა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ზღვის დონიდან 3014 მეტრზე  თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სამთო ქოხი „ალტიჰატი“ გავაკეთეთ, სწორედ „ალტიჰატმა“ გამოიწვია ამ კომპანიის დაინტერესება და ჩვენთან ერთად სამთო ქოხზე მუშაობის სურვილი.“ აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.


როგორც ალავიძე აცხადებს, სამთო ქოხი „ალტიჰატის“ დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით მოეწყობა და ადგილობრივ ბიზნესს და  ქართველ გიდებს მეტ შესაძლებლობას მოუტანს, მისივე  თქმით,  მყინვარწვერის დასალაშქრად ჩამოსული უცხოელი მაღალმხარჯველი ტურისტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მოწესრიგებული გარემო დახვდებათ და ეს  საქართველოს ცნობადობის  გაზრდასაც  უფრო მეტად  შეუწყობს ხელს.

 

სამთო „ქოხი“  ძირითადად ქართველებს დაასაქმებს, თუმცა 10 ევროპელი პროფესიონალი ქართველი საფეხმავლო გიდების და მაშველების მომზადებაში აქტიურად იქნება ჩართული.

 

სამთო ქოხი „ალტიჰატი“ ყაზბეგის რაიონში მყინვარწვერის მისადგომებთან  ზღვის დონიდან 3014 მეტრზე, პირველ სააკლიმატიზაციო ბანაკთან  „საბერწეზე“ მდებარეობს .„ალტიჰათი“  არის შვეიცარული  ხარისხის, ევროპული სტანდარტების  ქოხი,  რომელსაც შეუძლია ჯამში 35 ადამიანს უმასპინძლოს.

 

იდეა 2015 წელს სამ მეგობარს პროფესიით ბანკირ ნიკოლოზ ალავიძეს,  ინჟინერ - მშენებელ  დავით  ჭიჭინაძეს და სამთო -  სამაშველო  სამსახურის დამფუძნებელს მამუკა  ნიკოლაძეს გაუჩნდა და ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვა გადაწყვიტეს.

 



თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
ალტიჰატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up