ლონდონის საფონდო ბირჟაზე მიმდინარე (LME) ვაჭრობისას ალუმინის ფასმა ტონაზე 3 ათას დოლარიანი ნიშნული გადალახა.
თბილსის დროით 10:19 საათისთვის ღირებულებამ ტონაზე 3014,5 დოლარი შეადგინა.
უკვე 10:30 საათისთვის კი ტონა ალუმინის ფასი 3010 დოლარზე დაფიქსირდა, რაც 1,5%-ით მეტია ბოლო სავაჭრო სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე.
აღსანიშნავია, რომ ალუმინის ფასი 3000 დოლარამდე სექტემბრის შუა რიცხვებშიც დაფიქსირდა, ხოლო სექტემბერის დასაწყისში 15%-იანი მატება დაფიქსირდა.
აღნიშნულის მიზეზი კი ჩინეთის მხრიდან წარმოების შემცირების დაანონსება და გვინეაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება გახდა.
BPN.GE