შეიძლება ითქვას, რომ ავტო ბიზნესი ყვავის -  „იამოტო“

შეიძლება ითქვას, რომ ავტო ბიზნესი ყვავის - „იამოტო“

access_time2022-08-22 11:00:01

საავტომობილო ბიზნესში სიტუაცია სტაბილურია. იმპორტიორების თქმით, ამ ეტაპისთვის იმპორტის კუთხით კარგი მდგომარეობაა, მაგრამ ბევრად  უკეთესია ექსპორტის და რეექსპორტის მიმართულებით. როგორც „კომერსანტთან“ ავტო იმპორტიორი და „იამოტოს“ ხელმძღვანელი პაატა მაისურაძე ამბობს, შეიძლება ითქვას, რომ წინა წელთა შედარებით მოთხოვნა 100%-ით  არის  გაზრდილი, რაც შეეხება რეექსპორტს, მიუხედავად ომისა, უკრაინა ავტომანქანებს მაინც აქტიურად  ყიდულობს.


„შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ავტო ბიზნესი ყვავის. კარგი მდგომარეობაა იმპორტის კუთხით, მაგრამ უკეთესად მუშაობს ექსპორტი და რეექსპორტი. წინა წელს, რომ შევადაროთ შეიძლება თქვას, რომ მოთხოვნა 100%-ით არის გაზრდილი. ძირითადად მოთხოვნადი ბრენდებია Toyota, Mercedes, Volkswagen. მიუხედავად ომისა, უკრაინა ავტომანქანებს აქტიურად ყიდულობს.


რაც  შეეხება ფასებს, საკმაოდ გაზრდილია ოღონდ არა  ჩვენი ბაზრიდან გამომდინარე, ზოგადად მსოფლიო ბაზარზე  ფასების საკმაოდ დიდი პროცენტთ ზრდის ტენდენცია შეინიშნება.  ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ კოვიდ პანდემიის  შემდეგ საავტომობილო ბიზნესში საკმაოდ დიდი ცვლილებებია, ამას ემატება  ლოგისტიკური კუთხით და  საზღვაო გადაზიდვების კუთხით ფასის მატება. ბოლო 5 წლის ჭრილში  შეიძლება  ვთქვათ, რომ ავტომანქანების ფასი 25 -30%-ით არის გაზრდილი. რეექსპორტი ზოგადად უკრაინის სომხეთის და რუსეთის მიმართულებით ხორციელდება“, - აღნიშნა პაატა მაისურაძემ.


რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ზოგადად ავტო ბიზნესზე იმოქმედა, თუმცა ეს გავლენა მის კომპანიაზე დიდად  არ ასახულა, რადგან კონკრეტულ სეგმენტზე მუშაობს.



ჩვენ ბაზარზე დიდი აქტივობით არ გამოვირჩევით, ჩვენი კონკრეტული სეგმენტი გვყავს, რომელზეც ვმუშაობთ და შესაბამისად ამ სეგმენტს როგორც შეგვიძლია ისე ვატრიალებთ. ამ ეტაპზე რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ზოგადად ბაზარზე იმოქმედა, მაგრამ რეექსპორტის მიმართულებით უზბეკეთი და აზიის ქვეყნები გამოჩნდა, რომლებიც ინდივიდუალურად ეზიდებიან მანქანებს და ამით რაღაცნაირად დაბალანსება ხდება.


რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მომხმარებელი  ძირითადად  ელექტრონულ კომერციაზეა გადასული და ეს მიმართულება უფრო გააქტიურდა. ბაზარს ასევე დაეტყო რუსების შემოსვლაც, რადგან ბინადრობის უფლებას იღებენ და ავტომანქანებსაც ყიდულობენ. ბაზარი მეტნაკლებად მუშაობს, საბედნიეროდ  გაჩერებული არ ვართ და  არც უკანსვლა გვაქვს.


იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად მსოფლიოში გადაზიდვები გაძვირებულია, ასევე უკრაინის ომმა  მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვია ფასები გაზრდილია. აშშ-ში პანდემიის გამოხმაურება არის ის, რომ ბაზარი ნელ-ნელა პანდემიამდე; ზღვარს უბრუნდება, ჯერჯერობით ავტომობილების ცვლა ნაკლებად ხდება და შესაბამისად ძველ მანქანებზე ფასები იზრდება რაც  ჩვენზეც აისახა“, - აღნიშნა ელგუჯა ჯამაგიძემ.

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up