„ამ ეტაპზე ბინებზე რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა პრაქტიკულად არ გვაქვს“- Re/max Capital

„ამ ეტაპზე ბინებზე რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა პრაქტიკულად არ გვაქვს“- Re/max Capital

access_time2022-10-08 10:00:28

„რუსეთის მოქალაქეების შემოდინების პირველ ტალღასა და მეორე ტალღის შემთხვევაში სხვადასხვა სურათს ვხედავთ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ზარების მიღება მანამ სანამ მათ შემოდინებას ვნახავდით“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ უძრავი ქონების სააგენტოს Re/Max Capital  დამფუძნებელმა, მარიამ ასათიანმა ისაუბრა.

 

„მაშინ როდესაც ჩვენ ვამზადებდით ბაზებს უკრაინელებისთვის, რომ მათთვის ბინები დახმარების სახით შეგვეთავაზებინა, რეალურად სხვა სურათი დავინახეთ და განგაშის ზარი შემოვკარით, რუსეთის მოქალაქეებისგან ჩვენ კომპანიაში ზარები არ წყდებოდა,  ამ ფაქტს სხვა ბროკერებიც ადასტურებენ.  რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ამ ეტაპზე პრაქტიკულად მათი მხრიდან მოთხოვნა არ გვაქვს, ვერ  ვიტყვი, რომ გაზრდილია, ან პირველ ტალღას რამენაირად უტოლდება, მიჭირს ამის ახსნა,  მაგრამ ალბათ დღეს თვისობრივად სხვა სეგმენტი შემოდის , თავიდან ის ხალხი ვინც შემოდიოდა უფრო მომზადებული იყო და ცდილობდნენ საცხოვრებელზე ეზრუნათ.  ახლა  უფრო ფორსმაჟორულ  სიტუაციაში მოდიან და შესაძლოა უფრო დღიურ დაქირავებას მიმართავენ. ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვერ დაგიდასტურებთ, რომ რუსების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია“, - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

 

მარიამ ასათიანის თქმით RE/Max Capital  მუშაობას რუტინულად აგრძელებს და რუსეთის მოქალაქეების მიერ  მოთხოვნაში არ  ჩაბმულა, მისივე თქმით კომპანია პრემიალურ სეგმენტს და უცხო  ქვეყნის მოქალაქეებს  ემსახურება და რუსეთის მოქალაქეებთან არ თანამშრომლობს.

 

„ჩვენი კომპანია  ძირითადად  პრემიალურ სეგმენტის საცხოვრებელი ფართების და კომერციული ფართების გაყიდვა გაქირავებაზე მუშაობს, ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც  ქართველები ასევე, ისრაელის, აზერბაიჯანის, თურქეთის ევროპის და აშშ-ს მოქალაქეები. ჩვენ ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში გვაქვს ოფისები და ხშირად ვცვლით ერთმანეთში  ინფორმაციას,  შესაბამისად  დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში საგრძნობლად არის გაზრდილი, რადგან დღეისათვის ყველაზე საიმედო საინვესტიციო გარემო, სწორედ უძრავი ქონების სექტორშია შექმნილი.  ადამიანები ცდილობენ, რომ ბანკში ანაბარი არ ჰქონდეთ და ეს თანხა უძრავ ქონებაში დააბანდონ.



უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნა კი მთელ მსოფლიოში ფასებს ზრდის და თითქმის ყველა ქვეყანა ადასტურებს, რომ ფასები გაზრდილია და ბაზარიც გააქტიურებულია, ეს ტრენდი ჩვენთანაც გადმოტანილია და უცხოელი ინვესტორებიც ჩვენი რეგიონით აქტიურად ინტერესდებიან, მიუხედავად ომისა მაინც გამოთქვამენ სურვილს რომ თავიანთი ინვესტიცია  ჩვენთან დააბანდონ, ამ მიმართულებით ლიდერი ქვეყანა ისრაელია“, -  აღნიშნა  მარიამ ასათიანმა.

 

ასათიანის  თქმით ყველაზე მოთხოვნადი ბიუჯეტური და პრემიუმ სეგმენტია, მისივე  თქმით ბიუჯეტურმა  სეგმენტმა  აღდგენა პანდემიის  წლებში დაიწყო და ტრენდი დღესაც გრძელდება. ხოლო რაც  შეეხება  ლოკაციებს, მარიამ ასათიანი ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური  უბნებია და ფასებიც  სწორედ ამ  უბნებში  იზრდება.

 

„აღსანიშნავია, რომ გაზრდილია უძრავი ქონების თვითღირებულებაც და შესაბამისად მშენებლებს ძალიან პატარა მარჟა აქვთ იმისთვის, რომ ფასი დაიჭირონ. თუმცა ფასების  ზრდის  მიუხედავად  მოთხოვნა მაინც არის, შესაბამისად წინაპირობა იმისა, რომ ბაზარზე მოთხოვნა  შეჩერდეს და ფასები დაეცეს არ არსებობს. რაც შეეხება  სხვა ქალაქებს დღეის მდგომარეობით საინვესტიციო  უძრავი ქონების მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადია ბათუმი, გუდაური და ბაკურიანი“, - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up