ამ ეტაპზე პურის გაძვირების საშიშროება არ არის - „იფქლის“ დირექტორი

ამ ეტაპზე პურის გაძვირების საშიშროება არ არის - „იფქლის“ დირექტორი

access_time2020-09-10 21:00:06

პურ-პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „იფქლში“ პურის გაძვირების მოლოდინი არ აქვთ.



როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა არისი ბოჭოიძემ განუცხადა, დღევანდელი მდგომარეობით, ერთ ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი მათ მომწოდებლებს არ გაუზრდიათ. თუმცა, ლარის გაუფასურება აისახა შესაფუთი მასალებისა და იმპორტირებული ნედლეულის ფასზე (დაზგა დანადგარები, მარილი, ზეთები და ა.შ). მიუხედავად ამისა, ეს ცვლილებები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ახლო მომავალში პურზე ფასის ზრდის საშიშროება დადგეს დღის წესრიგში.



ბოჭოიძის განცხადებით, პროდუქტის ფასწარმოქმნაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხორბლის ფქვილის ფასია. „ჩვენი კომპანია აღნიშნულ პროდუქტს ბაზარზე არსებული ქართულ წისქვილკომბინატებისაგან ყიდულობს. შესაბამისად, ჩვენ გარკვეულწილად შუა რგოლი ვართ ამ პროცესში. რა ფასად გაიყიდება მზა პროდუქტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა ფასად მივიღებთ ხორბლის ფქვილს. კომპანიაში ჩვენ მხოლოდ 2 კვირის სამყოფი მარაგები გვაქვს. მეტის დასაწყობებას აქტიური წარმოების პირობებში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. შესაბამისად, ნედლეულის შეძენა-მოხმარება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.




რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება თუ რამდენად მოსალოდნელია პურზე ფასის ზრდა მომავალში. ამის განსასაზღვრად უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა ფასი ექნება ერთ ტომარა ფქვილს, როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი კონკრეტულად ამ მოცემულობაში და ფქვილის ფასთან მიმართებაში, ენერგომატარებლების ფასი და ა.შ., რადგან ყველა ჩამოთვლილი ელემენტი გარკვეულ როლს თამაშობს პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში. „იფქლში“ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასის მატებას თავი ავარიდოთ, რადგან კარგად ვიაზრებთ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი მომხმარებლების წინაშე გვაქვს,“ - აცხადებს არისი ბოჭოიძე.



რაც შეეხება COVID-19-ს და ამ მიმართულები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, „იფქლის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაში მაქსიმალურად ხდება ჰიგიენური ნორმების და რეკომენდაციების, რომელსაც შესაბამისი სამსახურები გასცემენ. „ვირუსის პირველმა ტალღამ დაგვარწმუნა, რომ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევით შეგვიძლია არ შევაჩეროთ საწარმოო პროცესი. ყველანაირად ვცდილობთ, მზად ვიყოთ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად“, - აღნიშნავს არისი ბოჭოიძე.



business-partner.ge






თეგები:
პური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up