ისტორიულ უბნებში K2 კოეფიციენტი არ გაიზრდება, თუმცა შესაძლოა, ინვესტორებს ავარიული სახლის გამოსყიდვის, ან რეაბილიტაციის სანაცვლოდ, სხვა უბნებში კოეფიციენტის გაზრდა შესთავაზონ.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა პოზიცია აქვს მერიის ამ მოსალოდნელ შეთავაზებაზე სამშენებლო სექტორს.
კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით თბილისის ძველი უბნები იერ-სახეს შეინარჩუნებს, სამშენებლო ბიზნესი კი მოგების მიღებას შეძლებს.
„უმჯობესია, რომ თბილისის განაშენიანება ისტორიულ უბნებში k2 - ის დღეს დადგენილ კოეფიციენტში დარჩეს და იმ უბნებში, სადაც განაშენიანება მაღალია, იქ იყოს გაზრდის საშუალება.
თუ გვეუბნებიან, რომ თბილისის ძველ უბანში არ გაზარდო K2 და უბრალოდ განაახლე, მაგრამ სამაგიეროდ სხვა უბანში დაგიმატებ, ეს ძალიან მისაღებია, რადგან თუ ძველ თბილისში განახლებული შენობა ბიზნესისთვის მომგებიანი არ იქნება, სხვა უბანში აშენებული კორპუსი იქნება მომგებიანი,“ - განაცხადა შიო ხეცურიანმა