ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 27 მარტი -3 აპრილის პერიოდში მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს:
„თხილმა (Corylus) და მურყანმა (Alnus) დაასრულეს ყვავილობა.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
ვერხვის (Populus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
თელას (Ulmus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
ყვავილობა დაიწყო რცხილამ (Carpinus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.
მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ჭადარმა (Platanus) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.“