პროექტის განხორციელების შემდეგ გზა იქნება თანამედროვე და უსაფრთხო, არც ტრანზიტული მიმოსვლა შეფერხდება -  იმედა დვალიძე კობი-ქვეშეთის გზაზე

პროექტის განხორციელების შემდეგ გზა იქნება თანამედროვე და უსაფრთხო, არც ტრანზიტული მიმოსვლა შეფერხდება - იმედა დვალიძე კობი-ქვეშეთის გზაზე

access_time2022-11-03 19:00:48

ქვეშეთი -კობის გზის მშენებლობა 2024  წლის  ბოლოსთვის  უნდა დასრულდეს. რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები, რამდენად სარგებლის მომტანი იქნება აღნიშნული გზა და ხომ არ უქმნის გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ პროექტის სპიკერმა იმედა დვალიძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ამ გზის მშენებლობა მისი მდგომარეობს გამო ძალიან მნიშვნელოვანია გეოგრაფიული და კლიმატური მდგომარეობის გამო. რადგან როდესაც საქართველოში ზამთრდება ქვეყნის ორი მუნიციპალიტეტი, დუშეთი და სტეფანწმინდა ერთმანეთს წყდება და დაახლოებით 100 დღის მანძილზე მოწყვეტილია.

 

„გზის არარსებობა მრავალ სოციალურ თუ ჰუმანიტარულ პრობლემას იწვევს ზამთარში. გარდა იმისა, რომ ადამიანების გადაადგილება ფერხდება, ფერხდება ტრანზიტული მიმოსვლაც და გზაც დიდი რისკის შემცველია. მასზე  გადაადგილება  სახიფათოა და ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას საკმაოდ ხანგრძლივი დრო სჭირდება. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ გზა იქნება გამტარუნარიანი, თანამედროვე და უსაფრთხო. არც ტრანზიტული მიმოსვლა შეფერხდება. კიდევ ერთი კონკრეტული სეგმენტი, რომელიც ამ პროექტშია, ეს არის  გზა გუდაურამდე, რომელიც ქვეშეთიდან სულ ახლო მანძილიდან გაკეთდება. ეს იქნება ავტონომიური გზა გუდაურისთვის და კურორტზე წამსვლელი ადამიანები კონკრეტულად ამ გზით ისარგებლებენ და ტრანზიტული მიმოსვლა დაბის გადატვირთვას აღარ გამოიწვევს და მაგალითისთვის თბილისიდან ან სხვა ადგილიდან გუდაურამდე მისვლის დრო შემცირდება“, - აღნიშნა იმედა დვალიძემ.

 

რაც შეეხება ეკოლოგიას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ბუნებას, იმედა დვალიძის თქმით რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი  გარემოზე გარკვეულ გავლენას და ზემოქმედებას გულისხმობს, თუმცა მსგავსი პროექტების მიზანი ამ ზემოქმედებების მინიმალიზაცია უნდა იყოს და იმ შემთხვევაში, თუ გარემოს რამე ზიანი მიადგება მისი გამოსწორება სახელმწიფომ ან კომპანიამ, რომელიც პროექტს ასრულებს უნდა უზრუნველყოს.



„როგორც კი დასრულდება პროექტი და გარემოზე რამე ზემოქმედების კვალი იქნება, ყველაფერი საწყის ფორმას დაუბრუნდება. გზა ალპურ ზონაშია, შესაბამისად არ  არის ტყის მასივები, რომლის  გაჩეხაც გახდებოდა საჭირო. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას ხეობაში არაერთი ეროვნული თუ ლოკალური მნიშვნელობის ნაგებობაა, მაგრამ  სახელმწიფომ ბოლო დრომდე ამ  ძეგლების მისახედად ვერ მოცალა და პროექტმა განაპირობა ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტომ არსებული ძეგლები აღწერა. მათი მდგომარეობა შეისწავლა და პროცესში მათი მონიტორინგი განხორციელდება, ამ პროექტის  გარეშე მეტი  შანსი იყო იმისა, რომ ეს  ძეგლები დაგვეკარგა, თუმცა ახლა მათთვისაც გაჩნდა შანსი“, - აღნიშნა იმედა დვალიძემ.


რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას იმის  შესახებ, რომ ეს გზა ქვეყანას რუსეთთან უფრო დაახლოებებს, იმედა  დვალიძე ამბობს, რომ ეს ძალიან ინფანტილური მიდგომაა და ამ მიდგომით ნებისმიერი გზა, რომელიც ჩრდილოეთის მიმართულებით მიდის არ უნდა აშენდეს, ხოლო არსებული გზების დემონტაჟი მოხდეს.

 

დვალიძემ ასევე აღნიშნა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც  ამ  პროექტს  ახორციელებენ ძალიან ზრუნავენ თავიანთ რეპუტაციაზე და  შესაბამისად მათი პროექტში მონაწილეობა თავშივე რისკების პრევენციას გულისხმობს.

 

პროექტის სპონსორები არიან ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი, პროექტის ჯამური ღირებულება 1 200 000 000 ლარს  შეადგენს.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up