ამ ტიპის ბატუტი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაინსპექტირდეს - შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება? - რას ამბობს ექსპერტი

ამ ტიპის ბატუტი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაინსპექტირდეს - შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება? - რას ამბობს ექსპერტი

access_time2023-03-20 21:00:01

ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს  ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც ძლიერი ქარისგან დაზიანებულმა ბატუტმა მასზე მყოფი ბავშვი იმსხვერპლა. ამ თემაზე დარგის სპეციალისტი სანდრო შელია ჟურნალ გზასთან საუბრობს

 

 ბათუმში მომხდარ ტრაგედიაში ვის პასუხისმგებლობას ხედავთ? საერთოდ კონტროლის რა მექანიზმები არსებობს?

 

- ზოგადად, ატრაქციონი ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტია, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ ინსპექტირებას, თუმცა ამ ტიპის ბატუტი, რომელზეც ეს უბედურება მოხდა, არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაინსპექტირდეს. სხვა სახის ატრაქციონებს კი 2 წელიწადში ერთხელ უწევთ ინსპექტირება და დაახლოებით 40-მდე ასეთი ატრაქციონია. ჩვენი კომპანია დაახლოებით 10 ასეთ ობიექტს ამოწმებს წელიწადში ერთხელ; ასევე არიან სხვა კომპანიები, რომლებიც ანალოგიურ შემოწმებებს ახორციელებენ. რაც შეეხება მომხდარ შემთხვევას, აქ ბევრი დეტალია გასარკვევი, ამისთვისაა საჭირო გამოძიება. უნდა გაირკვეს, შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის აცილება. როცა არის ისეთი ობიექტი, რომელიც არ საჭიროებს შემოწმებას, ასეთ დროს თვითონ ობიექტის მეპატრონეა პასუხისმგებელი და ვალდებული, ყველა ტიპის უსაფრთხოების ზომები დაიცვას.

 

- გარკვეული პირები თვლიან, რომ მერიის პასუხისმგებლობა იკვეთება ან თუნდაც, ბულვარის ადმინისტრაციის. ეთანხმებით ამას?

 


- პირდაპირი პასუხისმგებლობა არ არის. ვფიქრობ, უნდა შეიკრიბონ გამოცდილი სპეციალისტები, შექმნან საექსპერტო კომისია და მიიღონ გადაწყვეტილება, ხომ არ არის გადასახედი კანონმდებლობა? ხომ არ არის საჭირო თუნდაც იმ ობიექტების ნუსხა გაიზარდოს, რომელსაც ტექნიკური შემოწმება შეეხება. რთული საინჟინრო კონსტრუქცია რომელსაც აქვს და სადაც მოძრაობის სიჩქარე მაღალია, მხოლოდ ისინი მოწმდება. მეორე საკითხია, რასაც კანონი გვავალდებულებს, თუ სრულდება? მაგალითად, ლიფტები 3 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, მაგრამ მოწმდება? რომ შეამოწმო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხომ მინიმუმამდე დავა უბედური შემთხვევების რისკი?!.

 

ადამიანებს ბავშვი გასართობ ადგილებში რომ მიჰყავთ, აქვთ მოლოდინი, რომ უსაფრთხო გარემოში არიან. ის გენდობა შენ, პასუხისმგებელ პირს. თუნდაც ლიფტის ღილაკს რომ დააჭერს თითს, უკვე გენდობა. ბავშვს რომ ატრაქციონზე მიიყვანს, სჯერა, რომ ზომები დაცულია და არ გაქვს უფლება, მათ ეს მოლოდინი, იმედი გაუცრუო.

 

ახლა ძალიან ძლიერი ქარი იყო ბათუმში; იმდენად ძლიერი, რომ სხვა ობიექტებიც დააზიანა, ამიტომ ამ შემთხვევაში, გამოძიებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის დაადგენს, შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან არიდება.

 

პარალელურად, უნდა დავიწყოთ პრობლემების აღმოფხვრაზე ფიქრი და მოქმედება. ჩვენი თვითმიზანი ხომ არ არის კონკრეტული ადამიანების დასჯა, ჩვენი მიზანია პრობლემის აღმოფხვრა, რომ ასეთი ტრაგედიები ან არ ხდებოდეს, ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.



kvirispalitra.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up