amazon 18 000 ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს
კომპანია Amazon-ი სამსახურიდან 18 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას cnn business ავრცელებს, მათივე ცნობით აღნიშნულო რაოდენობა წინასწარ გავრცელებულ რაოდენობას 8000 - ით აღემატება.
კომპანიის გენერალური დირექტორი ენდი ჯესი აცხადებს, რომ თავდაპირველად დასაქმებულთა შემცრება ამხლეა მასშტაბებს არ გულისხმობდა, თუმცა ვითარებამ მენეჯმენტს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა.
მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილება ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის შემცირებას, ეკობომიკურ კრიზისს და კოვიდრეგულქციების გაუქმებას უკქვშირდება.
თანამშრომლები არაერთმა კომპანიამ დაითხოვა, მათ შორის არიან Meta, Twitter, Microsoft და Airbnb, თუმცა დათხოვნის მასშტაბებით Amazon-მა ყველა სხვა კომპანიას გადაუსწრო, თუმცა სხვებისგან განსხვავებით Amazon-ი შედარებით დაბალკვალიფიციური მუშახელის გათავისუფლებას გეგმავს, რადგან მათი უმეტესობა საწყობებშია დასაქმებული.
Amazon-ი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 1.54 მილიონ თანამშრომელს ასაქმებს, შესაბამისად, 18,000 თანამშრომელი კომპანიის მრავალრიცხოვანი გუნდის მხოლოდ 1.2%-ია.