ელექტრონული კომერციის გიგანტი amazon Web3 ჯუნგლებში NFT ინიციატივით ერთვება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა blockworks 4 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, მათივე ცნობით ამაზონი nft ინიციატივას გაზაფხულზე წარადგენს. წყაროს ცნობით ამაზონი შეიძენს ციფრული კომერციის ნივთებს , მათ შორის იქნება ბლოკჩეინები, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სათამაშო სტარტაპები და ციფრული აქტივების ბირჟები, ორი წყაროს ცნობით ძირითადი აქცენტი ბლოკჩეინზე დაფუძნებულ თამაშებზე და მასთან დაკავშირებულ nft აპლიკაციებზე გაკეთდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს ამაზონის მომხმარებლების წახალისებას, ითამაშონ ბლოკჩეინ თამაშები და მიიღონ უფასო NFT ამ პროცესში.
Blockworks-ის ანგარიში ნაჩვენებია, რომ Amazon იკვლევს ციფრული აქტივების საწარმოს გაშვებას თავის ძირითად პლატფორმაზე და არა Amazon Web Services (AWS) მეშვეობით.
ამაზონის Web3-ის სივრცეში შესვლა შესაძლოა ინდუსტრიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს და მის მიმართ სანდოობა გაზარდოს.
დღემდე, არცერთ ოფიციალურ წყაროს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია Blockworks-ის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია.
Amazon-ის რეალური განზრახვები და მიზნები Web3-ისთვის ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ ამაზონი კრიპტო ინდუსტრიის ბევრ პარტნიორს მიმართავს. რომელთა შორის არიან ბლოკჩეინ თამაშების სტარტაპები ან ახალი კრიპტო ბირჟები.
Amazon Web3 დომენის მიმართ ინტერესს სულ უფრო მეტად ავლენს. ელექტრონული კომერციის გიგანტი NFT სივრცეში NFTMe-ის მეშვეობით ერთხელ უკვე ჩაერთო. ეს არის სერია, რომელიც იკვლევს NFT კულტურას და შეფერხებებს მთელს მსოფლიოში