ამერიკული კომპანია Amazon-ი დიდ ბრიტანეთში სამ საწყობს დახურავს, რაც 1200 სამუშაო ადგილს გამონთავისუფლებას გულისხმობს.
ცნობილია, რომ Amazon-ის საწყობები დაიხურება ინგლისის ქალაქებში ჰემელ-ჰემფსტედსა და დონკასტერში, ასევე შოტლანდიის დასავლეთით მდებარე გოუროკში.
იმავდროულად, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, 1200-ვე თანამშრომელს შესთავაზებენ ადგილს Amazon-ის სხვა ცენტრებში.
კომპანია ასევე გეგმავს ორი მსხვილი შემსრულებელი ცენტრის გახსნას ინგლისში, რომელიც შექმნის 2500 ახალ სამუშაო ადგილს.