კომპანია Amazon.com Inc., რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-რითეილერი კომპანია, ფილმების წარმოებისთვის წლიურად 1 მლრდ დოლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრნდობით Bloomberg-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანია აპირებს ეს ფილმები არა სტრიმინგ სერვისზე გაუშვას, არამედ ტრადიციულად კინოთეათრებშიც. Amazon ამ თანხით აპირებს წელიწადში 12-15 ფილმის გადაღებას.
გეგმის რეალიზება კი კომპანიას დაეხმარება ის თანაბარ სიბრტყეზე დააყენოს ისეთ ცნობილ კინოკომპანიებთან, როგორებიცაა Paramount Pictures და სხვა.
ამავდროულად, Amazon-ს მოუწევს მეტი ინვესტიციის ჩადება, რათა კონკურენცია გაუწიოს Netflix Inc.,, რომელიც უპირატესობას მის სტრიმინგ სერვისს ანიჭებს. თანაც ეს კომპანია წლიურად 100-მდე ფილმს უშვებს, მაშინ როცა Amazon-ი 26-ს, რომელთა უმეტესობა ინგლისურ ენაზეც კი არ არის.
2022 წლის მარტში Amazon-მა ჰოლივუდური სტუდია MGM 8,45 მლრდ დოლარად შეიძინა. როგორც მოსალოდნელია სწორედ ეს სტუდია გახდება კომპანიის მთავარი აქტივი კინოინდუსტრიაში