Amazon მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა და apple - ს გადაუსწრო, ამის შესახებ ინფორმაციას Brand Finance Global 500 -ზე ვკითხულობთ.
გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად წელს ჯეფ ბეზოსის კომპანიამ ღირებულების 51 მილიარდი დოლარი დაკარგა და 299.3 მილიარდად არის შეფასებული. Apple-ის ბრენდის ღირებულება კი 16%-ით დაეცა და 297,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მესამე ადგილზეა Google-ი (281,4 მილიარდი დოლარი), მეოთხეზე Microsoft-ი (191,6 მილიარდი დოლარი), მეხუთეზე კი Walmart-ი (113,8 მილიარდი დოლარი).