ონლაინ საცალო ვაჭრობის პორტალ Amazon-მა თანამშრომლების დათხოვნის მეორე ტალღა დაიწყო და 3 000-ზე მეტი პირი გაათავისუფლა ნიუ-იორკის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებში. ინფორმაციას MarketWatch-ი ავრცელებს.
2,320 თანამშრომელი ვაშინგტონის ქალაქ სიეტლში და ბელვუში, 504 - კალიფორნიის ოთხ ქალაქში და კიდევ 299 - ნიუ-იორკის შტატში სამსახურს დაკარგავს. ვაშინგტონსა და კალიფორნიაში თანამშრომლებისთვის სამუშაოს ბოლო დღე 19 მარტი იქნება, ნიუ-იორკში - 18 აპრილი, ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.
კალიფორნიაში სამუშაოს დაკარგავენ პროგრამისტები, პროექტის მენეჯერები და მკვლევრები. სხვა შტატებში კონკრეტული პოზიციები ცნობილი არ არის.
Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯესიმ იანვრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმა 18 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეამცირებდა, რაც დაგეგმილ 10 000-ზე მეტია.
სამშაბათს დამატებით ვაჭრობაში Amazon-ის აქციები 1.5%-ით დაეცა. ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია 20%-ით 995 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.