Amazon-მა საკუთარი სავაჭრო ნიშნით პროდუქცია შესაძლოა, აღარ გაყიდოს

Amazon-მა საკუთარი სავაჭრო ნიშნით პროდუქცია შესაძლოა, აღარ გაყიდოს

access_time2022-07-24 18:30:17

Amazon-მა შესაძლოა, თავისი სამარკო ნიშნით პროდუქციის წარმოების ბიზნესი შეწყვიტოს, რადგან რამდენიმე ქვეყანაში კომპანია ანტიმონოპოლიური გამოძიების წინაშე დადგა. The Wall Street Journal-ის(WSJ) ცნობით, ეს საკითხი კომაპანიის ტოპ-მენეჯერებმა განიხილეს.


აშშ-ისა და ევროპის რეგულატორები Amazon-ს ბრალს სდებენ, რომ კომპანია გამყიდველების შიდა მონაცემებს ყველაზე პერსპექტიული პროდუქტების შერჩევისა და მათი კოპირების მიზნით იყენებს. შემდეგ თავისი სამარკო ნიშნით ამ პროდუქტებზე დაბალ ფასებს აწესებს და საძიებო სისტემაში პრიორიტეტს ანიჭებს.


მართალია, Amazon-ში აცხადებენ, რომ „სერიოზულადარ განიხილავენ“ საკუთარი სავაჭრო ნიშნის ბიზნესის დახურვას, თუმცა, WSJ-ის ცნობით, ბაზარმა ასეთი პროდუქტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება უკვე დაიწყო.



Amazon-მა საკუთარი სავაჭრო მარკების პროექტი 2009 წელს დაიწყო, თუმცა ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწია. კომპანიის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა გუნდს ამოცანად დაუსახა, რომ საცალო გაყიდვებში კერძო ეტიკეტებით პროდუქციის წილი 10%-მდე უნდა გაზრდილიყო, რასაც საქონლის ასორტიმენტის გაფართოება მოჰყვა. საკუთარი წარმოების ბრუნვას Amazon ყოველწლიურად ზრდიდა.


2020 წლის მდგომარეობით, კომპანიის 45 სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით 243 ათასი პროდუქტი იწარმოებოდა. ეს არის, კერძოდ, Amazon Basics, რომელიც ნაგვის ტომრებიდან დაწყებული ბატარეებითა და საოფისე სკამებით დამთავრებული, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს. ასევე, Amazon Essentials, რომელიც ტანსაცმლის ხაზს წარმოადგენს. თუმცა საკუთარი სავაჭრო მარკის პროდუქტებიდან კომპანიის შემოსავალი მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

წყარო: bpn.ge

თეგები:
Amazon



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up