Amazon-ს ყალბი Louboutin-ის ფეხსაცმლის რეკლამირებაში ადანაშაულებენ

Amazon-ს ყალბი Louboutin-ის ფეხსაცმლის რეკლამირებაში ადანაშაულებენ

access_time2022-12-25 15:30:13

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) განცხადებით, კომპანია Amazon-ი შესაძლოა პასუხისმგებელი გახდეს „ყალბი“ Louboutin-ის წითელძირიანი ფეხსაცმლის რეკლამისთვის, რაც პოტენციურად არღვევს დიზაინერ კრისტიან ლუბუტენის ევროკავშირის სავაჭრო ნიშანს.

 

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი წითელძირიანი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, Amazon-ზე რეკლამირებულია მესამე მხარის მოვაჭრეების მიერ თავად Louboutin-ის თანხმობის გარეშე.

 

 

როგორც Louboutin ამბობს, გაყიდვის მოდელი იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ბრალდებას უკვე გამოეხმაურა Amazon-ი და აღნიშნა, რომ საკითხს შეისწავლის.

 


 

Amazon-სა და ფეხსაცმლის მწარმოებელ Louboutin-ს შორის, რომლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, როგორც წესი, მინიმუმ 600 ფუნტად იყიდება, დიდი ხანია დავა მიმდინარეობს. აქამდე, Louboutin-მა 2019 წელს ბელგიისა და ლუქსემბურგის სასამართლოებში კომპანიის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. როგორც ირკვევა, Amazon-ი რეგულარულად აჩვენებდა რეკლამებს წითელძირიანი ფეხსაცმლის შესახებ Louboutin-ის თანხმობის გარეშე. Louboutin ამტკიცებს, რომ კომპანიამ უკანონოდ გამოიყენა სასაქონლო ნიშნით წითელი ძირი იდენტური პროდუქტებისთვის. დღეს კი უკვე მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განცხადებით, Amazon-ი პოტენციურად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პასუხისმგებელი ინტელექტუალური საკუთრების სავარაუდო დარღვევაზე.

 

 

იმ შემთხვევაში თუ ბრალდება დამტკიცდება, Amazon-ი იძულებული გახდება შეცვალოს თავისი მოდელი და შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა საკუთარი და მესამე მხარის შეთავაზებების შერევით.

 

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფინანსურ კომპენსაციაზე საუბარი არ არის და Louboutin-ს მთავარი მოთხოვნა შესაძლო დარღვევის შეწყვეტაა.



businessformula

თეგები:
Amazon Louboutin



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up