Amazon.com Inc დასაქმებულებს კვირაში მინიმუმ სამი დღის ოფისში გატარებას სთხოვს, გადაწყვეტილება ძალაში პირველი მაისიდან შევა.
Covid -19 - ის პანდემიამ დასაქმებულების უმრავლესობას დისტანციურად მუშაობა აიძულა , მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები შემსუბუქდა დასაქმებულებს მუშაობის გაგრძელება ან კვლავ დისტანციურად, ან ჰიბრიდულ რეჟიმში ურჩევნიათ.
amazon - ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ჯასი ამაზონის ბლოგზე, წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ათასობით ბიზნესს შეუწყობს ხელს, მისივე თქმით კომპანია გარკვეულ გამონაკლისს დაუშვებს და მაგალითად მომხმარებელთა მხარდაჭერის პოზიციაზე დასაქმებულ და ონლაინ გაყიდვებში დასაქმებულ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.
ამაზონმა 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ცალკეულ გუნდებს ნებას მისცემს გადაწყვიტონ, რამდენი დღის განმავლობაში უნდა იმუშაონ კორპორატიული თანამშრომლები ოფისიდან კვირაში.