2022 წელს ბრაზილიის ამაზონის ტროპიკული ტყეები ფეხბურთის 3000 მოედნით შემცირდა. ამაზონის ეკოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევების ინსტიტუტის თანახმად, ხეების ჭრის გამო ტყის გაჩეხვის ტემპი მდინარის აუზში 2022 წელს კიდევ უფრო დაჩქარდა. 2022 წლის დეკემბერში 287 კვ/კმ. ტყე გაიჩეხა. ეს მაჩვენებელი კი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 105-ჯერ ზრდას აჩვენებს.
როგორც ცნობილია, ამაზონის ტყეები პლანეტის ფილტვებად ითვლება. ამ რეგიონის ტროპიკული ტყეები უზრუნველყოფს პლანეტის ჟანგბადის 20%-ს და ხელს უშლის ატმოსფეროში წელიწადში 1 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფას. იმავდროულად, ის ინარჩუნებს პლანეტის ფლორისა და ფაუნის 10%-ს.