2022 წლის პირველ ექვს თვეში ბრაზილიის ამაზონში 3750 კვ. კმ ხეები მოჭრეს, - ამის შესახებ ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნულ ინსტიტუტზე (INPE) დაყრდნობით RTE იტყობინება. აღნიშნული მაჩვენებლები კი არის რეკორდი 2016 წლიდან, როდესაც INPE-მ ამ მონაცემების აღრიცხვა დაიწყო.
წინა მაქსიმუმი გასულ წელს დაფიქსირდა, როდესაც ამაზონის ტყის ფართობი 6 თვეში 3750 კვადრატული მეტრით შემცირდა.
ინსტიტუტის ცნობით, ახალი სტატისტიკა არ ითვალისწინებს ივნისის ბოლო ექვს დღეს, თვეს, როდესაც ამაზონში ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ტყის ხანძრები დაფიქსირდა.
INPE-ს ცნობით, ივნისში ტერიტორიაზე 2,5 ათასზე მეტი ხანძარი გაჩნდა. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2007 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ინსტიტუტმა 3500-ზე მეტი ხანძარი დაარეგისტრირა.
საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან, ინსტიტუტის მონაცემებით, ამაზონში 7,5 ათასზე მეტი ტყის ხანძარი გაჩნდა. ეს 17%-ით მეტია 2021 წელის მონაცემებთან შედარებით და ასევე ყველაზე მაღალი 2010 წლის მაჩვენებლების შემდეგ.