„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საპროექტო ტერიტორიაზე ცენტრალური გზის (ოდისეი დიმიტრის ქუჩა) და სამშენებლო არეალის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
⠀
კომპანიის ინფორმაციით, ხიდი გამიზნულია ხელოვნურ კუნძულზე სამშენებლო და სატვირთო ტექნიკის გადაადგილებისთვის და უზრუნველყოფს, მშენებლობის პერიოდში, ქალაქთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა ქსელების უსაფრთხოებას.
⠀
ბათუმის ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე გრძელდება მიწის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ამ ეტაპზე, კუნძულის ტერიტორიაზე მოწყობილია 2 ჰა-მდე მიწის ფართობი.