ამბასადორში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საუბარია მამაკაცზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში შიშველ მდგომარეობაში ჩანს.
აღნიშნული მამაკაცი სწორედ ხანძრის დროს, სასტუმროს აივანზე შიშველი იდგა და გამვლელების ყურადღებას იქცევდა.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მას სასტუმროში ნომერი ჰქონდა აღებული. ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთახის კარი ჩაკეტა, კარს შიგნიდან მძიმე საგნები მიადო და თავად აივანზე გავიდა. მამაკაცს, სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.