ამბობენ, რომ მე-13 კვარტალია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, რაც არასწორია - კობა გვენეტაძე

ამბობენ, რომ მე-13 კვარტალია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, რაც არასწორია - კობა გვენეტაძე

access_time2022-09-21 10:00:59

„ამბობენ, რომ მე-13 კვარტალია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, რაც არ არის სწორი. მაგალითად 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია იყო 2.4% ანუ მიზნობრივი ინფლაციის ქვემოთ. არ ვამბობ, რომ ახლა რაც ხდება კარგია, უბრალოდ არ გვინდა მონაცემები დამახინჯებულად იყოს“, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად განაცხადა.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში მიწოდების ფაქტორებს დაემატა კურსის გაუფასურება და ამიტომ ჩვენთან ინფლაცია სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო ადრე დაიწყო.


„ინფლაცია აქტუალური საკითხია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. სანამ დაიწყებოდა რუსეთის ბარბაროსული ომი უკრაინაში, ფიგურირებდა აზრი, რომ ინფლაცია რომელიც მსოფლიოში არსებობდა, ეს გარდამავალი იყო. მას პანდემიიდან გამომდინარე თავისი მიზეზები ჰქონდა, ეს იყო მიწოდების ჯაჭვები, გართულებული ეკონომიკური ურთიერთობები და შემდეგ უკვე დაუბრუნდებოდა თავის სამიზნე მაჩვენებელს. ამ პერიოდშიც კი როდესაც ინფლაცია უფრო და უფრო იზრდებოდა ევროზონაში, აშშ და სხვა ქვეყნებში, იქ მარეგულირებლები არ ამკაცრებდნენ მონეტარულ პოლიტიკას, რადგანაც ეს ინფლაციის შემცირებას მცირედით თუ გამოიწვევდა, რადგან ძირითადი მიზეზი მაშინ მიწოდების ფაქტორები იყო.


რაც შეეხება საქართველოს, რომელიც რა თქმა უნდა გლობალური ეკონომიკის ნაწილია. ჩვენთან მოხდა კურსის გაუფასურება, რადგან მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, რომელიც შოკის კარგი მშთანთქმელია, აქ მიწოდების ფაქტორებს დაემატა კურსის გაუფასურება და ამიტომ ჩვენთან ინფლაცია უფრო ადრე დაიწყო. ახლა თუ შევადარებთ დინამიკას, თუ როგორ ხდება ინფლაცია სხვა ქვეყნებში, იქ ბევრგან მზარდია და ჯერ კიდევ პიკისთვის არ მიუღწევია, ჩვენთან კი შემცირების ტემპი აქვს“,  აღნიშნავს კობა გვენეტაძე.



ინფლაციის პროგნოზზე საუბრისას კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ დღევანდელი პროგნოზით ინფლაცია წლის ბოლოს დაახლოებით 9.5% იქნება, მიზნობრივ მაჩვენებელს კი მომავალი წლის შუა პერიოდში დაუახლოვდება.


„დღეისათვის პროგნოზირებაც რთულია. თუმცა იმ პროგნოზით, რომელიც ჩვენ გვაქვს ინფლაცია გააგრძელებს შემცირების ტრენდს, თუმცა ის მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. მაგალითად თუ ახლა გვქონდა 10.9% წლიური ინფლაცია, დაახლოებით 9.5% იქნება წლის ბოლოს, თებერვლიდან დაიწყებს შემცირებას და 2023 წლის შუა ნახევრიდან დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. თუმცა შეიძლება ისეთი სიტუაცია მოხდეს, რომლის წინასწარ გათვალისიწინება შეუძლებელია. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროგნოზი, ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც და მსოფლიო ბანკიც იზიარებს“,  განმარტავს კობა გვენეტაძე. 


ცნობისთვის, აგვისტოში წინა წელთან შედარებით ფასების საერთო დონე 10.9%-ით გაიზარდა, რაც ივლისში არსებულ 11.5%-იან ინფლაციასთან 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up