„ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება“

„ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება“

access_time2022-06-27 12:00:00

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



ფესტივალზე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი იყო წარმოდგენილი, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი პროდუქცია წარედგინათ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის, ფესტივალზე მოწვეული ევროპელი იმპორტიორებისა და ქართველ ექსპორტიორებისთვის.



ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს 2013 წელს დაწყებულ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოლიტიკის; შედეგი სახეზეა: ათასობით ჰექტარი ახლდაგაშენებული ვენახები საქართველოს მაშტაბით, ღვინის მწარმოებელი ათობით ახალი კომპანია. დღეის მდგომარეობით, 236 ღვინის კომპანია ოპერირებს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია შედეგია; ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება”, - აღნიშნა იური ნოზაძემ.




ლევან მეხუზლას განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს, რომელიც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ქართულ ღვინოს, ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას.



„რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს მეღვინეობის უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებით. ფესტივალი პირველად ტარდება და ეს ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს აძლევს ცნობადობის გაზრდის, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც რეგიონში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებისა და განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“,- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.



რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგები იმ მიმართულებებით, მათ შორის, გაყიდვების, ღვინის ტურიზმის, მარკეტინგის, რომლის საჭიროებაც რეგიონის მცირე მარნებს აქვს.




თეგები:
ფესტივალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up