American Express-ი რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს. 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მუშაობას აჩერებენ VISA და Mastercard-იც.
„რუსეთის მიერ უკრაინელ ხალხზე განხორციელებული, გაუმართლებელი თავდასხმის ფონზე, American Express აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, კომპანიების გადაწყვეტილების გავრცელების შემდეგ საკრედიტო ორგანიზაციების პრესსამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსული სბერბანკის მიერ გაცემული VISA-სა და Mastercard-ის ბარათები განაგრძობენ ქვეყნის შიგნით მოქმედებას, თუმცა მათი მეშვეობით ვერ გადაიხდიან საზღვარგარეთ, ასევე ვერც უცხოურ ონლაინ მაღაზიებში.
reuters.com