ვალენტინობის დღეს (14 თებერვალი) ამერიკელების ერთობლივი დანახარჯები, 2022 წლის 23,9 მილიარდ დოლარიდან, 2023 წელს შეიძლება 25,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.
გამოკითხვის შედეგები აშშ-ს საცალო ვაჭრობის ეროვნულმა ფედერაციამ (NRF) გამოაქვეყნა.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (52%) ვალენტინობის დღის აღნიშვნას გეგმავს და მზადაა საშუალოდ 192,80 დოლარი დახარჯოს, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2004 წლის შემდეგ. 2022 წელს საშუალო მაჩვენებელი 175,41 დოლარი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი ხარჯები საჩუქრებზე პარტნიორებისა და ოჯახის წევრებისთვის იგივე დარჩა, რაც გასულ წელს იყო, ბევრ მომხმარებელს 2023-ში სურს გაახაროს მეგობრები, კოლეგები, თანაკლასელები, მასწავლებლები და შინაური ცხოველებიც კი, აღნიშნავს NRF.
35-დან 44 წლამდე ასაკის რესპონდენტებს ყველაზე მეტად სურთ დახარჯონ ფული საჩუქრებზე. ამ ასაკობრივ ჯგუფში საშუალო ხარჯი, სავარაუდოდ, 335,71 დოლარია.
საჩუქრების შესაძენად ყველაზე პოპულარულ ადგილად ონლაინ მაღაზიები (35%) რჩება, შემდეგ მოდის სუპერმარკეტები (34%), ფასდაკლებები (31%) და სპეციალიზებული მაღაზიები (18%).
ყველაზე პოპულარული საჩუქრებია - ტკბილეული (57%), ღია ბარათები (40%) და ყვავილები (37%). იმავდროულად, გამოკითხულთა 32% გეგმავს რესტორანში წასვლას, 21% სამკაულის ჩუქებას აპირებს, 20% - სასაჩუქრე ბარათის და 19% - ტანსაცმლის.