აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური მეცნიერების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით (NASA), ამერიკელი ასტრონავტები ჯოშ კასადა და ფრანსისკო რუბიო, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად, კოსმოსში 15 ნოემბერს გაემგზავრებიან.
„15 ნოემბერს, NASA-ს ასტრონავტები ჯოშ კასადა და ფრანსისკო რუბიო, სადგურის მარჯვენა მხარეს კრონშტეინის დასამონტაჟებლად, Quest მოდულის საჰაერო ბლოკს დატოვებენ“, - ნათქვამია ადმინისტრაცია განცხადებაში.
ასტრონავტების კოსმოსში გასვლა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 08:00 საათზეა (თბილისის დროით 17:00 საათი) დაგეგმილი. სარემონტო სამუშაოები შვიდ საათს გაგრძელდება.
ადმინისტრაციას 28 ნოემბერს და 1 დეკემბერს კოსმოსში კიდევ 2 გასვლა აქვს დაგეგმილი. ასტრონავტებმა ე.წ. ფერმების კონსტრუქციებზე, სადაც ლოგისტიკური მატარებლები, რადიატორები, მზის მასივები და სხვა აღჭურვილობებია დამონტაჟებული, ორი ახალი iROSA-ს ბატარეა უნდა დაამონტაჟონ.
„iROSA მზის პანელები ენერგიის გამომუშავებას 30%-ით გაზრდის, რითაც სადგურზე გამომუშავებული ენერგიის რაოდენობა 160 კვტ-დან 215 კვტ-მდე გაიზრდება“, ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა