ამერიკელმა გუბერნატორებმა თავიანთ შტატებში რუსული არყის გაყიდვა აკრძალეს

ამერიკელმა გუბერნატორებმა თავიანთ შტატებში რუსული არყის გაყიდვა აკრძალეს

access_time2022-03-11 14:30:00

ამერიკის რამდენიმე შტატის გუბერნატორმა სამთავრობო ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებს უბრძანა, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსული წარმოების არყისა და გამოხდილი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა შეწყვიტონ, ხოლო ზოგიერთი ბარის მფლობელი, რუსეთის აგრესიის პროტესტის ნიშნად, გარეთ გამოვიდა და Stolichnaya-ს არაყი დემონსტრაციულად გადაღვარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.



იუტას გუბერნატორი, სპენსერ კოქსი ერთ-ერთი ბოლო გუბერნატორია, ვინც შტატის ალკოჰოლური სასმელების კონტროლის დეპარტამენტს დაავალა, რუსული წარმოების და ბრენდირებული პროდუქტები საცალო მაღაზიების დახლებიდან ამოეღო. ამ აღმასრულებელი ბრძანების გამოცემით, სპენსერ კოქსი ნიუ-ჰემფშირის, ოჰაიოსა და პენსილვანიის გუბერნატორებს შეუერთდა, ვისი გადაწყვეტილებაც, Reuters-ის შეფასებით, უფრო სიმბოლური მხარდაჭერის ჟესტია.



„ჩვენს წვლილს შევიტანთ, რომ უკრაინაში ჩვენს დებთან და ძმებთან დავდგეთ და რუსმა დამპყრობლებმა უკან დაიხიონ,“ - აცხადებს გუბერნატორი კოქსი.



მისი თქმით, იუტა ყველა სახელმწიფო შესყიდვას გადახედავს, რომ რუსული ხელშეკრულებები გადაამოწმოს.



Reuters-ის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, ბოიკოტს ხელშესახები გავლენა ჰქონდეს, რადგან შეერთებული შტატების დისტილირებული ალკოჰოლური სასმელების საბჭოს მონაცემებით, მაგალითად, 2021 წლის პირველ ნახევარში აშშ-ში იმპორტირებული არყის მოცულობიდან რუსეთის წილი მხოლოდ 1.2% იყო. საბჭოს მონაცემები აჩვენებს, რომ 2021 წელს შეერთებულ შტატებში 1,4 მლრდ დოლარის არყის მთლიანი იმპორტიდან რუსულმა არაყმა მხოლოდ 18,5 მლნ დოლარი შეადგინა, რაშიც 660 მლნ დოლარი საფრანგეთში წარმოებული რუსული არყის წილია.




ცნობილია, რომ ბევრი რუსული არაყი, რომელიც შეერთებულ შტატებში იყიდება, მათ შორის Smirnoff და Stolichnaya, რეალურად სხვა ქვეყნებში, მათ შორის თვით ამერიკაშიც მზადდება.



საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბრენდ Stolichnaya-ს მფლობელობა რუსულ სახელმწიფო კომპანიასა და Stoli Group-ს შორის სადავო გახდა, თუმცა აშშ-ში გაყიდულ არაყს სწორედ Stoli Group აწარმოებს. Stoli Group ბრენდს ლატვიაში აწარმოებს. კომპანიამ განაცხადა, რომ უკრაინელ ხალხს მხარს უჭერს. ამჟამად Stoli-ს ვებვერდზე გამოსახულია მტრედი ზეთისხილის რტოთი უკრიანულ ღია ცისფერ და ყვითელ ფერებში. მტრედის ქვემოთ წერია შეტყობინება: „Stoli Group მხარს უჭერს ევროპაში მშვიდობასა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობას.“ აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, პროტესტის ნიშნად, რებრენდინგის გადაწყვეტილება მიიღო და არაყი Stolichnaya-ს ნაცვლად, Stoli-ს ბრენდით გამოვა.



აშშ-ში ყველაზე პოპულარული რუსული წარმოების არაყი Russian Standard-ია, რომელსაც ამერიკის ბაზარზე მოსკოვში დაფუძნებული Roust Group და Roust International ყიდის. ის, ასევე, Green Mark Vodka-ს ბრენდით იყიდება.



კანადის ზოგიერთმა პროვინციამ, მათ შორის ონტარიომ, ალბერტამ და ბრიტანეთის კოლუმბიამ, გასულ კვირას მსგავსი ნაბიჯი გადადგა. ადმინისიტრაციებმა პროვინციულ ალკოჰოლურ მაღაზიებს უბრძანეს, რუსული წარმოების ბრენდების გაყიდვა შეეწყვიტათ.



ტეხასის შტატში გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა ალკოჰოლური სასმელის ყველა მაღაზიასა და რესტორანს მოუწოდა, ნებაყოფლობით საფუძველზე რუსული წარმოების პროდუქტების მომსახურება შეწყვიტონ.



„ტეხასი უკრაინის გვერდით დგას,“ - წერს გუბერნატორი Twitter-ზე.



BPN.GE




თეგები:
არაყი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up