ამერიკელმა ლატარიის გათამაშებაში 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი მოიგო

ამერიკელმა ლატარიის გათამაშებაში 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი მოიგო

access_time2022-07-31 13:00:11

Mega Millions-ის” ლატარიის გათამაშების იღბლიანმა მომხმარებელმა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრიზი მოიგო.

 

Mega Millions-ის” ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლატარიის მოგებულმა, რომლის ვინაობაც ჯერ დადასტურებული არ არის, გათამაშების ექვსი ციფრი გამოიცნო, რის შედეგადაც 1.337 მილიარდი დოლარი მოიგო. გათამაშება 19 ივლისს ჩატარდა და მისი მომგებიანი ნომრები იყო: 13, 36, 45, 57, 67 და 14. 

 

მთავარი პრიზის რაოდენობა მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება 2016 წლის იანვარში სხვა ამერიკული ეროვნული ლატარიის, Power Ball-ის” მიერ დაწესებულ მსოფლიო რეკორდს, რომლის რაოდენობაც 1.586 დოლარს შეადგენს. თუმცა, მაშინ მოგებული თანხა სამ გამარჯვებულს შორის გაიყო. 

 

ეს გამარჯვება არ იყო Mega Millions-თვის” პირველი. 2018 წელს მათ გათამაშებაში ერთ-ერთმა მონაწილემ 1.5 მილიარდი დოლარი მოიგო. ეს კი მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი პრიზია. 

 


წინა 29 გათამაშებაში პრიზი არავის მოუგია, მთავარი პრიზის რაოდენობა უკვე სამი თვის განმავლობაში იზრდება. 

 

ოფიციალურ მონაცემთა მიხედვით, Mega Millions-ში” ჯეკპოტის მოგების შანსები 303 მილიონში ერთია, რაც გაცილებით დაბალია ვიდრე ელვის დარტყმის შანსი. (მილიონში ერთი) 

 

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული თანახმა იქნება მოგებული თანხის 30 წლის განმავლობაში განვადებით მიღებაზე, მას 1.337 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მთლიანად გადაეცემა. ხოლო, თუ იგი გადაწყვეტს მთლიანი თანხის ერთიანად მიღებას, Mega Millions-ის” გამოთვლებით, ჯამური თანხა შემცირდება 780,5 მილიონ დოლარამდე, მის დიდ ნაწილს დაიკავებს გადასახადები.

 

კომპანია გამარჯვებულებს ურჩევს დახმარება მიიღონ ფინანსური მრჩევლებისგან, მანამ სანამ მოგებულ თანხას მიიღებენ. ფინანსური ექსპერტი, რობერტ პაგლიარინი ასევე ურჩევს მათ, რომ ერთი წუთით თავი დააღწიონ” სიტუაციის სიგიჟეს და კარგად დაფიქრდნენ იმაზე, თუ ცხოვრების რომელი ასპექტების შეცვლა სურთ. 

 

Mega Millions-ის” მთავარი დირექტორის, პეტ მაკდონალდსის თქმით, კომპანია საკმაოდ მოხარულია იმით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვების მოწმე გახდა. ხოლო კონსორციუმის წამყვანმა დირექტორმა კომპანიის ვებსაიტის მეშვეობით განაცხადა, რომ მათ ერთი სული აქვთ გაიგონ ვინ არის გამარჯვებული და ელოდებიან შესაძლებლობას მიულოცონ მას. 

 

Mega Millions-ის” ლატარია აშშ-ს 45 შტატში არსებობს. 


თეგები:
Mega Millions



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up