ამერიკელმა მეცნიერებმა დიდი ხნის ნანატრ ბირთვულ შერწყმას მიაღწიეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დიდი ხნის ნანატრ ბირთვულ შერწყმას მიაღწიეს

access_time2022-12-13 22:00:59

პირველად ისტორიაში, ამერიკელმა მეცნიერებმა კალიფორნიის ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში მდებარე აალების ეროვნულ დაწესებულებაში წარმატებით ჩაატარეს ბირთვული შერწყმის რეაქცია, რამაც ენერგიის მატება გამოიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ექსპერიმენტის შედეგი ბოლო ათწლეულების  მანძილზე უზარმაზარი ნაბიჯი იქნება და ის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დასრულებას შეუწყობს ხელს. მკვლევრები ბირთვის  შერწყმას ათწლეულების მანძილზე ცდილობდნენ.

 

ბირთვული შერწყმა ხდება მაშინ, როდესაც ორი ან მეტი ატომი ერთ დიდს ერწყმის, პროცესი სითბოს სახით უზარმაზარ ენერგიას წარმოქმნის და მთელს მსოფლიოში ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც მთავარია ის ხანგრძლივ რადიოაქტიურ ნარჩენებს არ ტოვებს.

 

იგივე შედეგის მისაღებად მეცნიერები ბრიტანეთში უზარმაზარი დონატის ფორმის აპარატთან მუშაობენ, აპარატი აღჭურვილია გიგანტური ფორმის მაგნიტებით, მასში მცირე რაოდენობის საწვავის შეყვანის შემდეგ  ეს მაგნიტები აქტიურდებიან  და იღებენ პლაზმას, რომელიც მინიმუმ 150 მილიონ გრადუს ცელსიუსის აღწევს, რაც  მზის ბირთვის ტემპერატურას ათჯერ აღემატება.



აღნიშნული  ქმედების შემდეგ მასა უზარმაზარ ენერგიად  გარდაიქმნება და მისი გამოყენება წყლის გასათბობად   ორთქლის  მისაღებად და ელექტრო  ტურბინების ასამუშავებლად გამოიყენება.

 

შერწყმის  შედეგად მიღებული ენერგიის  მთავარი  გამოწვევა  მისი  შენარჩუნებაა, რადგან  დიდი ხნის  განმავლობაში მთელ  მსოფლიოში  ელექტრო  სქემების და გათბობის  სისტემების მომარაგება  შეძლოს.

 

როგორც CNN - თან ინტერვიუში მეცნიერები  აცხადებენ,  მთელი მსოფლიოს  მეცნიერებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ შერწყმის პროექტები მკვეთრად გაზარდონ, რადგან შემცირდეს ენერგიის ღირებულება.

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up