კავკასიის ავტოიმპორტი: ამერიკიდან და ევროპიდან ავტომობილების ტრანსპორტირების ვადა 3 თვემდე გახანგრძლივდა

კავკასიის ავტოიმპორტი: ამერიკიდან და ევროპიდან ავტომობილების ტრანსპორტირების ვადა 3 თვემდე გახანგრძლივდა

access_time2022-04-28 11:00:07

ლოგისტიკაში მიმდინარე შეფერხებები და ცვლილებები საავტომობილო ბიზნესისთვის პრობლემებს ქმნის. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პანდემიამდე ავტომობილის ჩამოყვანა აშშ–დან თვენახევარში შეიძლებოდა, მაგრამ იანვარ-თებერვალში დაძრული ტვირთებს დანიშნულების ადგილამდე ჯერაც არ ჩამოუღწევია. რუსეთ–უკრაინის ომმა გადაზიდვები კიდევ უფრო გაართულა და პანდემიისას შექმნილი სიტუაცია  უფრო გაართულა.


პრობლემას, რასაც  მოქალაქეები ავტომობილის ყიდვისას აწყდებიან, მიწოდების ჯაჭვის კრიზისად აფასებს ,,კომერსანტთან“ ,,კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალური დირექტორი გიორგი სურგულაძე.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.



,,საავტომობილო ბიზნესში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. შიდა გაყიდვებზეც და რეექსპორტზეც ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. ყაზახეთი და ყირგიზეთი საკმაოდ აქტიურად არიან ქართულ ბაზარზე შემოსული და  გაჰყავთ ავტომობილები. რაც შეეხება გადაზიდვებს, ამ მხრივ ამერიკაში შექმნილი სიტუაცია  საერთოდ დამოუკიდებელი პრობლემაა. ეს არის მიწოდების ჯაჭვის კრიზისი, რომელიც არც ამერიკას, არც ევროპას და აზიას არ უნახავს. თურქეთი შუა რგოლია ამ ჯაჭვში და შესაბამისად, მათაც ეხება ეს პრობლემა, მაგრამ ამერიკის პორტებში უფრო მწვავედ არის გამოსახული, პრობლემა გამოიწვია პანდემიურმა ვითარებამ ჩინეთში. გვეგონა, დასრულების პირას იყო კრიზისი, მაგრამ ისევ გააქტიურდა. პრობლემა დასავლეთის სანაპიროდან დაიწყო, კალიფორნიაში იყო მწვავე სიტუაცია, მაგრამ გამოსწორდა და გადმოვიდა აღმოსავლეთ ნაწილზე - ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის მიმართულებაზე, კრიზისია.  კერძოდ, ჩინეთმა დაკეტა დიდი ხნით პორტები, რამაც გემების დაგროვება გამოიწვია, საქონელი დიდი ხნით ვერ მიეწოდებოდა და წამოვიდა ერთბაშად აღმოსავლეთ სანაპიროსკენ, რამაც ლამის კოლაფსი გამოიწვია“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ გიორგი სურგულაძე.


მისი თქმით, თურქეთიდან საქართველოს შემთხვევაში მეტწილად ჩვეულებრივ მოდის ტვირთები. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მხრივ პრობლემა ნაკლებადაა.


როგორც გიორგი სურგულაძე ამბობს, მთლიანობაში  გლობალურ ბაზრებსა და საქართველოშიც მანქანებზე  მოთხოვნა გაზრდილია.  ფასები კი დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი და ცვლილება ფაქტობრივად ყველა ბაზარზე აისახა.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up