აშშ-დან საქართველოში ტვირთების ჩამოტანა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 20-30%-ით გაძვირდა

აშშ-დან საქართველოში ტვირთების ჩამოტანა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 20-30%-ით გაძვირდა

access_time2022-09-20 15:00:26

გადამზიდავი კომპანიები, ამერიკის საწყობში შესულ ამანათებზე ტრანსპორტირების საფასურს ზრდიან. ფასების ზრდა  მიმდინარე წლის  ზაფხულიდან ეტაპობრივად დაიწყო. 


როგორც „კომერსანტს“ კომპანია „სქაი ლოჯისტიქსში“ განუცხადეს, ამერიკიდან საჰაერო გადაზიდვების ტარიფის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა აშშ-ში საწვავის მნიშვნელოვანი გაძვირების გამო, ადგილზე მკვეთრად გაიზარდა გადაზიდვის ხარჯები, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირების ფასსზეც ჰპოვა ასახვა. როგორც „სქაი ლოჯისტიქსში“ აცხადებენ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ აშშ-დან გადაზიდვების ფასი საშუალოდ 20-30%-ითაა გაძვირებული. 


აღსანიშნავია, რომ დღეს 20 სექტემბერს გადამზიდავი  კომპანია camex-ისგან მომხმარებელმა შემდეგი შინაარსის ელექტრონული ფოსტა მიიღო.


„ძვირფასო მომხმარებელო, გაცნობებთ რომ 1-ლი ოქტომბრიდან, ამერიკის საწყობში შესულ ამანათებზე ტრანსპორტირების საფასური იზრდება.ფიზიკური პირები - 1კგ - 9$, იურიდიული პირები - 1კგ - 8.35$, პრომო მომხმარებლები - 1კგ - 8.7$.

პატივისცემით, კამექსი“ - წერია ელექტრონულ ფოსტაში.



„კომერსანტი“ კომპანია usa2georgia - ს დაუკავშირდა, სადაც  განგვიცხადეს, რომ   2022 წლის 1-ლი ივლისიდან  1 კგ ამანათის გადაზიდვის საფასური შეიცვალა და 8 დოლარის ნაცვლად  9 დოლარი გახდა.


კომპანია inex -ში 1 კგ ამანათის ჩამოტანის საფასური  7.9  დოლარია. ხოლო სტუდენტური ტარიფით 7,5 დოლარი.


„ჩვენთან ტარიფი  დაახლოებით  ზაფხულში შეიცვალა, იმ პერიოდისთვის სტანდარტული ტარიფი 1 კგ-ზე 7 დოლარს, ხოლო სტუდენტური ტარიფი 1 კგ-ზე 6,5 დოლარს შეადგენდა“, — აცხადებენ inex -ში.


გადამზიდავი კომპანია „ამანათი“-ის აშშ-დან ტვირთების და ამანათების ტრანსპორტირების  დღევანდელი  ფასები  შემდეგნაირად გამოიყურება: ფიზიკურ პირზე:  1 კილოგრამი - 7.90$ და იურიდიულ პირზე:  1 კილოგრამი - 7.50$.

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up