NATO-ში არ გამორიცხავენ კოლექტიური პასუხის გაცემის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ ალიანსის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„მსგავსი პასუხი შეიძლება გაეცეს ყველაზე მრავალფეროვანი ფორმით. ჩვენ NATO-ს დოკუმენტებში ნათლად განვაცხადეთ, რომ კიბერუსაფრთხოება ალიანსის საკითხია, ეს არის საკითხი, სადაც NATO მზადაა ერთობლივად, ძალების გაერთიანებით გაზარდოს მდგრადობა, გააძლიეროს დაცვა და თუ აუცილებელი იქნება გამოიყენოს შესაბამის ინსტრუმენტები პასუხის გასაცემად“, - განაცხადა სალივანმა.
ამასთანავე, მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთის ხელისუფლების შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ მასზე სასანქციო წნეხს ახორციელებს.
„ჩვენი თვალთახედვით, რაც მოუვა რუსეთის პოლიტიკურ სისტემას, ეს რუსეთის შიგნით გადაწყდება. ის რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, არის ძალისხმევის მიმართვა სამი ძირითადი მიმართლებით. ამას ჩვენ ვაკეთებთ - ვეხმარებით უკრაინელებს თავდაცვის მიმართლებით, ვაძლიერებთ NATO-ს და რუსეთს დამატებით ხარჯებს ვუწესებთ“, - განაცხადა სალივანმა.