ამერიკის საელჩოსთან „ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი  გაიხსნა

ამერიკის საელჩოსთან „ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი გაიხსნა

access_time2022-08-24 14:55:33

ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოპირდაპირედ, „ვენდის“ კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა. ეს რესტორანი ვენდის ახალი, 2023 წლის კონცეფციის ნაწილია, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიებით, არქიტექტურითა და დიზაინით გამოირჩევა.



განსხვავებული ერგონომიკით, ახალი ტექნოლოგიებით, 24 საათიანი მომსახურებითა და ორ ნაკადიანი Drive Thru - სერვისით, ახალგახსნილი რესტორანი საქართველოში „ვენდის“ პირველი რესტორანია, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის მომხმარებლების მიღების რესურსი აქვს.



„ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „ვენდის“ ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ საბჰარვალი და „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.



„საქართველოში „ვენდის“ ბრენდირებული რესტორნების ქსელის განვითარების პირველი დღიდანვე ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ კომპანიის მთავარი დანაპირები, რომელიც 1969 წლიდან უცვლელია: "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". შესაბამისად, ვახდენთ ყოველდღიურად ახალი, საქართველოში წარმოებული ინგრედიენტებით დამზადებული, უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზებას ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის. „ვენდი“ საქართველოში ადამიანების თავშეყრის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვოთ. „ვენდისა და „დანკინის’ ფორმატში ეს ჩვენი ჯგუფის 75-ე რესტორანია. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელის ოპერატორი კომპანიაა და ჩვენ ბოლო პერიოდში მიღწეული ფინანსური შედეგების კვალობაზე, მიზნად დავისახეთ სწრაფად განვავითარდოთ ქსელი და 2025 წლისათვის საქართველოს მასშტაბით 150 რესტორანს ვუწევდეთ ოპერირებას. მოხარული ვართ, რომ თბილისის მერი, აშშ-ს ელჩი საქართველოში და „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაცია ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ჩვენი ქვეყნის ბაზარზე“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.




ბალანჩინის ქუჩაზე გახსნილი „ვენდის“ ახალი რესტორანი მომხმარებლებს Drive Thru სერვისს 24 საათის განმავლობაში შესთავაზებს, ხოლო მიმზიდველი ინტერიერისა და გამორჩეული ერგონომიკის მქონე დარბაზი, ტერასა და ულამაზესად გამწვანებული გარე ტერიტორია 08:00-00:00 საათამდე იმუშავებს. ახალი რესტორნის გახსნით დამატებით 60 სამუშაო ადგილი შეიქმნა. პროექტის განხორციელება „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით მოხდა.



(R) 





თეგები:
ვენდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up