ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ღვინის ფორუმი

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ღვინის ფორუმი" იმართება

access_time2022-11-16 10:25:40

კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის რიგით მეხუთე ფორუმი ტარდება. ფორუმის ორგანიზატორია საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერები - ღვინის ეროვნული სააგენტო და  ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო.

ფორუმის  სამდღიანი პროგრამა მოიცავს „საფერავის ფესტივალს", ქართული ღვინის დეგუსტაციას და სამეცნიერო კონფერენციას. წარმომადგენლობით კონფერენციაში, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში იმართება, მონაწილეობას მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ. 

მიმდინარე წელს, კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქართული ღვინო გლობალურ ეკონომიკურ და საბაზრო კონტექსტში, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის ინდუსტრიის მოკლე მიმოხილვა, ქართული ველური და კულტურული ჯიშების მახასიათებლები და სხვა.

ქართული ღვინის ფორუმს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება.


„საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები. ხუთი წლის წინ, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დღეს ქართული ღვინო  განვითარებული, თანამედროვე ინდუსტრიაა. წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობა, საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია და ღვინის ხარისხი. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ და მზარდ ბაზარს წარმოადგენს, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები კი, ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

„ქართული ღვინის ფორუმი" აშშ-ში უკვე მეხუთედ იმართება. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, 2019 წელს კი, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა; 2020 წელს, COVID-19-ის  პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა, ხოლო გასულ წელს, ქალაქ ბოსტონში, დეგუსტაცია-სემინარი „Amber Wine Festival in Boston", ხოლო ქალაქ ფილადელფიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.  ფორუმის დასკვნითი ღონისძიებას წარმოადგენდა კონფერენცია, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up