ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს გაყინული რეზერვებიდან ვალის გადახდაც აუკრძალა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს გაყინული რეზერვებიდან ვალის გადახდაც აუკრძალა

access_time2022-04-05 13:40:00

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მთავრობას ნება არ დართო, 600 მლნ დოლარზე მეტი სუვერენული ვალი ამერიკულ ბანკებში არსებული რეზერვებიდან გადაეხადა, რაც, Reuters-ის შეფასებით, მოსკოვზე ზეწოლის გამკაცრებასა და მის მფლობელობაში არსებული დოლარის შენახვაზე კონტროლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილია, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში შენახული რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები გაიყინა. თუმცა მაშინ სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის მთავრობას უფლება დაუტოვა, ეს თანხა დოლარში დენომინირებულ სუვერენულ ვალზე კუპონის გადახდის თითოეულ შემთხვევაში გამოეყენებინა.

გუშინ, როცა ობლიგაციებზე ყველაზე დიდი ვალის გადახდის ვადა იწურებოდა, რომლის ძირითად თანას 552,4 მლნ დოლარი შეადგენდა, აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა, მოსკოვისთვის გაყინულ სახსრებზე წვდომა გაეუქმებინა. გუშინ, ასევე, რუსეთს 2042 წლის სუვერენული დოლარის ობლიგაციებზე კუპონებით 84 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ს ხაზინის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, აიძულოს მოსკოვი, თანხა დოლარის იმ რეზერვებიდან დახარჯოს, რომელზეც ვალების გადახდისა თუ სხვა მიზნებისთვის, მათ შორის ომის მხარდაჭერისთვის აქვს წვდომა. ხაზინის სპიკერი ამბობს, რომ თუ რუსეთი ამას არ გააკეთებს, ის ისტორიული დეფოლტის წინაშე დადგება.

„რუსეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ახალი შემოსავლებით მიღებული დოლარის დარჩენილი ძვირფასი რეზერვების ამოწურვასა და დეფოლტს შორის,“ - აცხადებენ სახაზინო დეპარტამენტში.


ხაზინამ, ასევე, შეაჩერა JPMorgan Chase & Co, რომელიც, როგორც კორესპონდენტი ბანკი, აქამდე გადახდებს ამუშავებდა. კორესპონდენტი ბანკი რუსეთიდან კუპონის გადახდებს ამუშავებს და გადახდის აგენტთან აგზავნის, რომ მან ობლიგაციების უცხოელ მფლობელებზე გაანაწილოს.

ხაზინის წყაროს თქმით, რუსეთს გადახდის შესასრულებლად 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს.

რუსეთს მთლიანობაში 15 საერთაშორისო ობლიგაცია აქვს, რომლის ნომინალური ღირებულება, დაახლოებით, 40 მლრდ დოლარია. თუ მოსკოვი ობლიგაციების რომელიმე მომავალ გადახდას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ვერ განახორციელებს ან დოლარის, ევროს თუ სხვა ვალუტის კუპონებს რუბლებში გადაიხდის, ეს დეფოლტს გამოიწვევს.

bpn.ge


თეგები:
ვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up