ამერიკულ Abrams-ის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად აშშ თავისი ტანკების უკრაინაში გაგზავნას არ აპირებდა, მაგრამ იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი Leopard-ების გაგზავნაზე უარს იტყოდა.
31 M1A2 ძირითადი საბრძოლო ტანკი, რომლის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, არ იქნება აღებული აშშ-ს სამხედრო მარაგებიდან, მაგრამ შეძენილი იქნება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში. Washington Post-ი წერს, რომ Abrams-ები ურანის გამოყენების დაცვის გარეშე იწარმოება. გამოცემის წყარო ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, რომ ის რუსეთის ხელში მოხვდეს. ამასთან გამოცემის ინფორმაციით ტანკების მიწოდება ამ წლის ბოლოს ან მომავალ წელს მოხდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში 14 Leopard 2 ტანკისგან შემდგარი პირველი პარტია გადაეცა. ბერლინი მოკავშირეებსაც რთავს ნებას, რომ უკრაინას გერმანული ტანკები გადასცენ.