ამერიკული ახალი სანქციები 45 რუსულ კომპანიას შეეხება

ამერიკული ახალი სანქციები 45 რუსულ კომპანიას შეეხება

access_time2020-12-24 19:00:30

აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ სამხედრო და სავარაუდოდ სამხედროებთან შეხების მქონე 45 მსხვილი რუსული კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა წინაამღდეგ სანქციები ძალაში 23 დეკემბრიდან შევიდა.


კერძოდ, შავ სიაში მოხვდა მსხვილი სახელმწიფო თავდაცვითი კომპანია, გადა ამისა, სანქციები ასევე შეეხება ატომურ მრეწველობას და სამოქალაქო თვითმფრინავებს ინდუსტრიას. აიკრძალება არა მხოლოდ მათი პროდუქციის გაყიდვა შტატებში, არამედ შტატებიდან მათთვის საქონლის და ტექნოლოგიების მიწოდება.


სიაში სამოქალაქო ობიექტების მოხვედრა იმით აიხსნა, რომ ისეთ ქვეყნებში როგორც რუსეთი და ჩინეთი სამხედრო და სამოქალაქო ინდუსტრია ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, და ხშირად ერთიან კონგლომერატებში შედის - მაგალითად, Объединенная авиастроительная корпорация (ОАК), რომლის ქვეგანაყოფები როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო თვითმფრინავებს აწარმოებენ.


იმის გამო, რომ მათი გამიჯნვა შეუძლებელია, სანქციები შეეხება ყველას ერთად.


2020 წელს ძალაში შევიდა აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს ახალი წესი, რომელმაც  მცნება „სამხედრო დანიშნულება“ მკვეთრად გააფართოვა და ის არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს, არამედ პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, სამხედროებთან დაკავშირებულ სამოქალაქო კომპანიებს მოიცავს - მაგალითად ტიტანის მომპოვებელი  «ВСМПО-Ависма»-ს, რომელიც შედის სამხედრო კორპორაცია „Ростех“-ში.


და ეს იმის მიუხედავად, რომ ტიტანი სამოქალაქო ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება - მაგალითად, „ბოინგის“ მიერ.



23 დეკემბრიდან ამ კომპანიებს ამერიკაში საქონლის და ტექნოლოგიების შესყიდვისთვის სპეციალური ლიცენზია დასჭირდებათ, რომლის მიღებაც ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.


სიაში უცნაური შემთხვევები არის - მაგალითად, სანქციები კოსმოსურ დარგში მომუშავე საწარმო Прогресс-ს შეეხო, რომელსაც ახდენს ამერიკელი ასტრონავტების ორბიტაზე და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას. აქამდე Прогресс სრულიად ხელშეუხებელი იყო.


ასევე რუსეთში გაკვირვება «ВСМПО-Ависма»-ს მიმართ სანქციების შემოღებამ გამოიწვია - ეს საწარმო 90-ანი წლებიდან Boeing-სთვის ტიტანის უმსხვილესი მიმწოდებელია. მეტიც, მათ ერთობლივი კომპანიაც კი აქვთ - Ural Boeing Manufacturing.


ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილების სამიზნე რუსული სამხედრო მრეწველობაა, თუმცა, ის სამოქალაქო ინდუსტრიასაც პირდაპირ ურტყამს - მაგალითად, ბიზნეს-კლასის კერძო მცირე თვითმფრინავის  Sukhoi Superjet 100-ის პროექტს.


თანაც, ახალი სანქციები დიდწილად უკვე არსებული შეზღუდვების გამეორებაა, შესაბამისად, მათი ეფექტურობა ნაკლები იქნება. 2019 წლის დასაწყისში Sukhoi Superjet 100-ის სერიული წარმოება გადაიდო იმის გამო, რომ ამერიკელებმა ამ პროექტისთვის კომპოზიტური მასალების მიწოდება შეწყვიტეს.


არასრული სტატისტიკის და ზუსტი ინფორმაციის დეფიციტის გამო, ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად მძიმე იქნება რუსეთის ავიაინდუსტრიისთვის ამერიკული ტექნოლოგიების დახურვა.


მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სანქციების ქვეშ მოხვედრილი რუსული კომპანიების მიმართ სხვადასხვა შეზღუდვები აქამდეც მოქმედებდა.


www.rbc.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up