ამერიკული დრონები, რომლებიც შავი ზღვის თავზე დაფრინავენ, ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას ადასტურებენ, - ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, მსგავსი ინციდენტები უკიდურესად საშიშია.
„ჩვენ ეს კარგად ვიცით და, ფაქტობრივად, საუბარია კონფლიქტში ამ უპილოტო საფრენი აპარატების უშუალო ჩართვაზე. უფრო მეტიც, მათ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ“, - განაცხადა პუტინის სპიკერმა.